Frankfurter Rundschau: დონალდ ტრამპის სასტუმრო ვაშინგტონში მძიმე კრიზისშია

Frankfurter Rundschau: დონალდ ტრამპის სასტუმრო ვაშინგტონში მძიმე კრიზისშია

access_time2021-03-21 20:00:01

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა, მისი საქმეები არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა. განსაკუთრებით ეს მის ვაშინგტონის ლუქს-კლასის სასტუმროს ეხება, რომელიც ღრმა კრიზისშია.

 

სასტუმრო Trump International-ი  ამერიკის დედაქალაქში შემოსავალს და რაც მთავარია, რეპუტაციას კარგავს. წლების მანძილზე სასტუმრო დიპლომატებით, ლობისტებით, ტრამპის ერთგული ადამიანებით და თავად მილიარდერი პრეზიდენტის ოჯახის წევრებით სავსე იყო.

 

ტრამპი საკუთარ სასტუმროს „მეორე თეთრ სახლად“ ხშირად იყენებდა. ძნელად მოიძებნებოდა ამერიკაში ადგილი, სადაც ამდენ კეპს დაინახავდით წარწერით Make America Great . არც იყო გასაკვირი - სად თუ არა ტრამპის კუთვნილ ობიექტში მისივე სიმბოლიკა განსაკუთებით დიდი რაოდენობით უნდა ყოფილ იყო წარმოდგენილი?

 

თუმცა, წარმატების და კეთილდღეობის დრო წარსულს ჩაბარდა. ჟურნალ  Washington Life-მა ტრამპის სასტუმროს „ოტელი-მოჩვენება“  დაარქვა.

 

„ვაშინგტონში ტურისტებიც კი არ არიან. რომც იყონ - ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი ტრამპის სასტუმროში იცხოვრებენ. ყოველ შემთხვევაში მე არც ერთ ასეთ ადამიანს არ ვიცნობ“  - აღწერს სიტუაციას სასტუმროს ირგვლივ ჟურნალისტი სალი კვინი.

 

2020 წელს Trump International -ის მოგებამ 15 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 60% ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.


 

პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტური სირთულეები - პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე კი - კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ტრამპის რეპუტაციის დაკარგვა.

 

სასტუმროს პერსონალი კლიენტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ადასტურებს. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კლება განსაკუთრებით აშკარა ბოლო 1 თვის მანძილზე გახდა.

 

თუმცა, ტრამპის ოჯახში პრობლემებზე გაგონებაც არ სურთ. ექს-პრეზიდენტის შვილი ერიკ ტრამპი სასტუმროს წარმატებაზე საუბრობდა, თუმცა, კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებდა.

 

„სასტუმრო ინდუსტრიაში ჩვენ ტოლი არ გვყავს. წარმოუდგენლად ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საუკეთესო სასტუმროს ვფლობთ“ - განაცხადა მან.

 

თუმცა, რეალობა განსხვავებულია. სასტუმროში არის რესტორანი, რომელშიც ვაშინგტონში საუკეთესო სტეიკებს აკეთებენ.

 

„მახსოვს დრო, როდესაც რესტორანი მუდმივად სავსე იყო. ვერ წარმოიდგენთ ჩვენს რესტორანს რამდენი მნიშვნელოვანი პერსონა სტუმრობდა. დღეს კი ის თითქმის ცარიელია“ - ამბობს რესტორნის ყოფილი შეფ-მზარეული.

 

fr.ge


თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up