Frankfurter Allgemeine Zeitung: ამერიკა  - ახალი აღზევების ზღვარზე

Frankfurter Allgemeine Zeitung: ამერიკა - ახალი აღზევების ზღვარზე

access_time2021-03-15 19:00:14

დონალდ ტრამპის დროს მსოფლიო ამერიკას დიდი თანაგრძნობით უყურებდა, თუმცა ბაიდენის მიერ მიღებული ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტი ქვეყანას აღორძინების შანსს აძლევს. შესაძლოა ამერიკულმა ზრდამ ჩინურსაც კი გაუსწროს.


ციფრები შთამბეჭდავია, ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და ბაიდენის მიერ ხელმოწერის შემდეგ კანონიერ ძალაში შევიდა, ბიუჯეტიდან 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამდენად, ბოლო 1 წლის მანძილზე პანდემიის ეკონომიკური და ფინანსურ შედეგებთან ბრძოლაზე ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი თანხა დაუჯერებელ 1,9 ტრლნ. დოლარს მიაღწია.


რამდენად ძლიერია ამ პაკეტის „საცეცხლე სიმძლავრე“ 2008 წელს ბარაკ ობამა მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მიღებულ ზომებთან შედარებით? ეს თავად ციფრებიდან ჩანს, ობამას პროგრამამ ეკონომიკის მხარდაჭერაზე 1 ტრლნ. დოლარზე ნაკლებ გამოჰყო.


განვითარების და ეკონომიკური თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წელს აშშ-ს ეკონომიკის ზრდა 6,5%-ს მიაღწევს. ამერიკელთა 60% პაკეტის მიღებას მხარს უჭერს.


ეს იმის მაჩვენებელია, რომ შტატებში, სადაც ეროვნული ცნობიერების შემადგენელი ნაწილი საუკუნეების მანძილზე საკუთარი თავის იმედზე ყოფნა და სახელმწიფოსგან მაქსიმალური დისტანცირება იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილის შეხედულებები მეტად სოციალური სახელმწიფოს სასარგებლოდ იცვლება.



ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ამერიკა ეკონომიკური კრიზისიდან გასვლის ეფექტურ და სწრაფ გზას დაადგა.


ამ ტენდენციას შტატებში ვაქცინაციის ტემპიც აძლიერებს. ყოველდღიურად ამერიკაში აცრას 2-3 მლნ. ადამიანს უკეთებენ. რაც უფრო მეტი ადამიანი გაივლის ვაქცინაციას და ვირუსისადმი იმუნიტეტს შეიძენს, ეკონომიკაც მით უფრო სწრაფად აღდგება, თანაც არა მხოლოდ ამერიკის.


ეს ყველაფერი პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგზე დადებითად აისახება, მის პოლიტიკას პანდემიის მიმართ ამერიკელთა 70% მხარს უჭერს. ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე თვის წინ დედამიწის უძლიერესი ქვეყნის უმწეობას მთელი მსოფლიო თანაგრძნობით უყურებდა. ინფიცირება და სიკვდილიანობა შოკისმომგვრელი იყო, ეკონომიკა ნანგრევებში იყო, უმუშევრობა იზრდებოდა.


დონალდ ტრამპი ცალკეული შტატების გუბერნატორებს პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ეკამათებოდა, რაც ზოგად პოლიტიკურ კონფლიქტს ასახავდა და ამერიკელებისთვის პატრიოტიზმის გამოცდად იქცა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ნელა-ნელა წარსულს ბარდება.


ზოგიერთი ბანკი ეკონომიკის ზრდას 7%-ზე მეტადაც კი ვარაუდობს და ეს მაშინ, როდესაც 1984 წლიდან 6,5%-ც კი უპრეცედენტო მოვლენა იქნება. სწორედ 1984 წელს რონალდ რეიგანმა მეორედ არჩევის კამპანიას „დილა ამერიკაში“ დაარქვა. დღეს შტატები სინათლის პირველ სხივებს ხედავენ, რა თქმა უნდა, კაპიტოლიუმის შტურმის, მოსახლეობის და პარტიების პოლიტიკური გახლეჩვის ფონზე, ძნელია „დილის გარიჟრაჟზე“ საუბარი.


თუმცა, მართებული არც ამერიკის სიძლიერის და აღდგენის პოტენციალის იგნორირება იქნება. დემოკრატმა ბაიდენმა ამერიკის აღდგენისთვის პირველი სწორი ნაბიჯები უკვე გადადგა.


faz.net

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ამერიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up