Frankfurter Allgemeine: რუსეთში პნევმონიისგან სიკვიდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

Frankfurter Allgemeine: რუსეთში პნევმონიისგან სიკვიდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

access_time2020-05-20 20:00:13

კორონავირუსის პანდემიამ რუსეთს ძალიან ძლიერად დაარტყა - თუმცა, ექიმები აღჭურვილობის და დაცვის საშუალებების დეფიციტის გამო არ წუწუნებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისინი ფანჯრიდან გადმოვარდნენ - ყველაფერთან ერთად რუსეთში გაურკვეველი მიზეზებით ექიმების სიკვდილიანობაც გაზრდილია.

რუსეთი პანდემიაზე შიზოფრენიულ რეაქციას ავლენს  - ჯერ კიდევ მარტში ცნობილი ექიმები ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ შტატებმა ჩინეთის წინაამღდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება სცადეს, თუმცა, ეფექტი მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა.

როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, პუტინმა „უქმე დღეები“ ხელფასების შენარჩუნებით გამოაცხადა. თუმცა, პარალელურად გაჩერებულ ბიზნესს არავითარი დახმარება არ მიუღია, და არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ეს იმიტომ, რომ ის მთავრობის მხრიდან საკუთარ თავზე ფინანსური გარანტიების აღებას გულისხმობს.

ამის ნაცვლად, რუსეთის მოსახლეობა თვითიზოლაციის რეჟიმში აღმოჩნდა - თუმცა, ოფიციალურად ნებაყოფლობითი ჩაკეტილობის დარღვევა სერიოზული ჯარიმებით ისჯება. მაგალითად, ქალაქ კრასნოიარსკში 2 გოგონა, რომელიც გაძარცვეს და გააუპატიურეს, ამავე დროს დააჯარიმეს - მათ გარეთ ყოფნის უფლება არ ჰქონდათ.

პუტინი დრო და დრო მოსახლეობას მიმართავს, თუმცა, პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს - გადაწყვეტილებების მიღების ტვირთი მან რეგიონების გუბერნატორებს გადააბარა. ამავე დროს ის კეთილი და გამგები მმართველის როლის მორგებას ცდილობს- მაგალითად, მისი ბოლო მიმართვა სიტყვებით „ჩემო ძვირფასებო“ დაიწყო. ბევრ კომენტატორს ამან 1941 წლის ივნისში საბჭოთა ხალხისადმი სტალინის მიმართვა  - „ძმებო და დებო“ - გაახსენა.

რუსეთის პრეზიდენტმა სთხოვა მოსახლეობას კიდევ ცოტა მოითმინონ, თუმცა, საზოგადოების უკმაყოფილების და აქტიური ქმედებების მოლოდინის ფონზე, მან ფინანსური დახმარების შესახებ საუბარი დაიწყო. თუმცა, ბიუროკრატიული ბარიერები ძალიან დიდია, და ბევრი რუსი დაპირებულ დახმარებას ვერ იღებს.

11 მაისს ქვეყანამ შიზოფრენიის შემდგომ სტადიას მიაღწია   - პუტინმა „უქმე დღეების“ დასრულება გამოაცხადა. ბევრი კომპანიის ხელმძღვანელი სამსახურებში თანამშრომლებს იბარებს - და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.

ამავე დროს ოფისებში არაა გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური დაცვის არავითარი ზომები, და მდგომარეობა ძველ რუსულ ზღაპარს წააგავს - სამსახურში თუ წახვალ - სახელმწიფო დაგაჯარიმებს, თუ არ წახვალ - უფროსობა დაგსჯის.

ამიტომაც ბევრი რუსი ბიულეტენს ან აუნაზღაურებელ შვებულებას იღებს.

საავადმყოფოები გადავსებულია, ექიმებს დაცვის საშუალებები და ტესტ-სისტმები აკლია, თუმცა, ამას ემატება ტყუილები - თითქმის 250 000 დაავადებულის ფონზე გარდაცვალების მხოლოდ 2000-მდე შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი შეფარდებაა   - სავარაუდოდ, მონაცემები გაყალბებულია, ხოლო ექიმებს ხმის ამოღება აკრძალული აქვთ.


ამავე დროს აპრილში მხოლოდ მოსკოვში წინა წელთან შედარებით სიკვდილიანობა 2500-ითაა გაზრდილი, სოციალურ ქსელებში ადამიანები თავიანთი ნათესავების და ახლობლების კორონავირუსისგან გარდაცვალების ფაქტებზე მუდმივად წერენ.

ახალი ტენდენციაც გამოვლინდა - ოფიციალურად ადამიანი ინფაქტის ან მძიმე პნევმონიის გამო კვდება,  თუმცა, მას დახურულ კუბოთი ასაფლავებენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი დაღესტანში, სადაც ადამიანები,  დიდი რაოდენობით, ფილტვების ანთებით იღუპებიან.

აპრილიდან რუსეთში ახალი სისხლის სამართლის დანაშაული გაჩნდა - „მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი მცდარი ინფორმაციის გავრცელება“. ის ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თანაც ეს არა მხოლოდ მას-მედიას და სოციალურ ქსელებს, არამედ ზეპირ საუბრებსაც ეხება.

რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებას“ კორესპოდენტი ტატიანა ვოლტსკაია პროკურატურაში დაიბარეს - ამის მიზეზი მისი პუბლიკაცია იყო, სადაც სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოს ანონიმურმა ექიმი ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მწვავე უკმარისობაზე საუბრობდა.

ჟურნალისტმა წყაროს გამხელაზე კატეგორიული უარი განაცხადა, და დღეს მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება.

 საავადმყოფოებში რეალურად რა ხდება - მხოლოდ ახლობლებისგან გაიგებთ. ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე რეგიონულ კლინიკებში შექმნილ ვითარებას ვხედავთ - დაობებული კედლები, და მწერებით გავსებული პალატები. მედპერსონალის დეფიციტის პირობებში, სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს პრაქტიკის გავლა კორონავირუსთან მებრძოლ საავადმყოფოებში უწევთ.

პერსონალის უკმარისობა - რუსეთში ჩატარებული „ჯანდაცვის ოპტიმიზაციის“ შედეგია - მაგალითად, უმცროსი სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 264 000-ს შეადგენს - ეს 40%-ით ნაკლებია, ვიდრე 6 წლის წინ იყო.

ამ დროს რუსეთის ეროვნული გვარდია, რომელიც მიტინგების დასაშლელად გამოიყენება, 430 000 ადამიანს ითვლის.

კრიზისმა ისიც მოიტანა, რომ დღეს სამართლადამცავ ორგანოებს გაცილებით მეტი უფლებები, და ბევრად ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ. ეს კი რუსეთისთვის ყოველთვის ახალი პრობლემების წყაროა.


თენგიზ აბლოთია


Frankfurter Allgemeine




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up