ევროპული ბიზნესი ამერიკული სანქციების გამო დახმარებას ითხოვს

ევროპული ბიზნესი ამერიკული სანქციების გამო დახმარებას ითხოვს

access_time2020-07-31 18:05:09

ევროპული კომპანიები, რომლებიც რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ, თავიანთი მთავრობებისგან ვაშინგტონისთვის პოლიტიკური პასუხის გაცემას ითხოვენ.

 

როგორც ცნობილია, აშშ-მ ამ პროექტში ჩართული კომპანიების წინაამღდეგ სანქციები შემოიღო, რის გამოც მშენებლობის პროცესი შეფერხდა. კონგრესი ამჟამად კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეზღუდავს პროექტში სხვადასხვა კომპანიების მონაწილეობას.

 

ფაქტობრივად, ვაშინგტონი თავის თავზე იღებს ნებისმიერი კომპანიის საერთაშორისო დევნის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის  „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ში მონაწილეობას გააგრძელებს.

 

საბოლოო ჯამში,ამ კომპანიებს აყენებენ არჩევანის წინაშე - რუსეთთან თანამშრომლობა მათთვის არა მხოლოდ სამუდამოდ ხურავს ამერიკის კარებს, არამედ მათ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად ზღუდავს.

 

ეს სერიოზული პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის კონსორციუმში 49% სწორედ ევროპულ კომპანიებს ეკუთვნის, და მათ პროექტში დიდი თანხები აქვთ ჩადებული.

 

თუ მშენებლობა არ დასრულდება მათი ინვესტიციები დაიკარგება.

 

გარდა ამისა მშენებლობის პროცესში ბევრი ევროპული კომპანიაა ჩართული, და აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება მათ სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

პროექტში მონაწილე კომპანიები თავიანთ მთავრობებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, და მიიჩნევენ, რომ გაზსადენის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა „ევროპული სუვერენიტეტის საკითხია.

 


თუმცა ევროპული კომპანიები თვლიან, რომ სახელმწიფო მათ მხარს არასაკმარისად უჭერს.


„საბოლოო ჯამში, აქ საკითხი იმაზე დგას, რამდენად მზადაა ევროპას საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. რამდენად მზადაა ევროპა დაიცვას თავისი ენერგოდამოუკიდებლობა“ - განაცხადა ავსტრიული ენერგეტიკული კონცერნის OMV-ს გენერალურმა დირექტორმა რაინერ ზეელემ.


მისი აზრით, ევროპამ ვაშინგტონის ინიციატივას პოლიტიკური პასუხი უნდა გასცეს. ეს არაა ბიზნესის ამოცანა - ეს მთავრობებმა უნდა გააკეთონ.


„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც ევროპული კომპანია ველოდებით მთავრობების მხრიდან გარკვეული ზომების მიღებას იმისთვის, რომ ევროპამ საინვესტიციო მიზიდულობა არ დაკარგოს“ - განაცხადა მან.


OMV, ისევე როგორც  Wintershall Dea, Uniper, Shell და  Engie მონაწილეობენ რუსული პროექტის დაფინანსებაში, ასევე ისინი სამომვალოდ მონანილეობას გაზსადენის მართვაშიც მიიღებენ. მათზე მოდის 10 მლრდ, ევროს ღირებულების პროექტის დაფინანსების ნახევარი.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გასულ კვირას განაცხადა, რომ გაზსადენზე ვრცელდება კანონის მოქმედება, რომელიც მასთან თანამშრომლობის გამო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.


ამასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობამ განაცხდა რომ ექსტერიტორიული სანქციები დაუშვებელია, რადგანაც  ეს პრაქტიკა საერთაშორისო სამართალს ეწინაამღდეგება.


გერმანულმა კომპანიებმა კი ამერიკული მუქარები დაგმეს, და შექმნილი სიტუაცია, როგორც „ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში წარმოუდგენელი კრიზისი“ შეაფასეს.


„თუ ჩვენ ვდებთ მილიარდობით ევროს პროექტში, რომელიც ევროპის ყველა კანონის და წესების თანახმად ხორციელდება, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ - გვსურს თუ არა მესამე ქვეყნების გავლენის გამო მისი ეჭვის ქვეშ დაყენება?“ - განაცხადა ზეელემ.


ვაშინგტონის ინიციატივა ასევე პროექტში ჩართულმა კიდევ ერთმა ევროპულმა კომპანიამ - Uniper -მა დაგმო.


„ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ ამერიკა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩაშლას კვლავ ცდილობს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


FAZ.NET





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...


მსგავსი სიახლეები

up