ფრანგული „ლეზ ექო - საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?

ფრანგული „ლეზ ექო - საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?

access_time2020-05-06 11:03:02

„საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?“ – ამ სახელწოდებით სტატიას გავლენიანი ფრანგული ფინანსური გამოცემა „ლეზ ექო“ (Les Echos) აქვეყნებს. სტატიის ავტორია ეკონომისტი სებასტიან კოშარ.


მაშინ, როცა ევროკავშირმა თავის დასავლეთით სულ ახლახან ერთ-ერთი წევრი დაკარგა, ამჯერად ევროპის აღმოსავლეთში კიდევ ერთი ქვეყანა - საქართველო აქტიურად უსვამს ხაზს, რომ მას შეუძლია გაერთიანებული სამეფოს ჩანაცვლება ბრიუსელში. არსებითად, სწორედ ასეთია საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის და საფრანგეთის ყოფილი დიპლომატის, სალომე ზურაბიშვილის გზავნილი.


სტატიის ავტორის თქმით, ზოგიერთი ამ წინადადებას შესაძლოა, ღიმილით შეხვდეს და ქედმაღლურად შეხედოს „პატარა საქართველოს“, თუმცა მისივე თქმით, „ეს ბევრი მიზეზის გამო შეცდომა იქნება“.


,,პირველ რიგში, თითქმის გლობალური პანდემიის დროს, როცა ევროკავშირის წინაშე ისევ დგას მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი, რომელმაც უკვე მოიტანა ამდენი ზიანი, ყველაზე მიუხვედრელთათვისაც კი ცხადია, რომ ევროპა ბევრად უფრო ფართო და ღრმაა, ვიდრე მისი ამჟამინდელი 27 წევრის ერთობა, და სცდება იმის ფარგლებს, რასაც ძველი რომაელები „ლიმესს“ („საზღვარი“) უწოდებდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოს შეიძლება ეწოდოს, რასაც რუსები, როგორც წესი, „ახლო საზღვარგარეთის“ სახელით მოიხსენებენ. ის, რაც ხდება ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. მეორე, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები შემთხვევითი არაა. ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის გარდა, დიპლომატიური ხასიათის სიახლეებში ასევე ვხვდებით ცნობებს საფრანგეთის პოზიციის შემოტრიალების შესახებ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელმაც გადაწყვიტა (და ეს მისასალმებელია) რუსეთის მიმართ უფრო შემრიგებლური პოზიციის დაკავება. ეს დამოკიდებულება, რომელიც შეესაბამება როგორც ჩვენს ტრადიციებს, ისე ჩვენი ინტერესების ცივ, ძველმოდურ ანალიზს, აღვივებს ჩვენს ინტერესს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან მიმდინარე პროცესების მიმართ.



სტატიის ავტორის თქმით, საქართველო ერთი მხრივ არის ხიდი ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება.


სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან დაახლოებას. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოიცავს. ასევე საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.


,,პირველ რიგში, საქართველო დემოკრატიის ერთგულია. წინა თვეში საქართველომ დააანონსა საარჩევნო სისტემის არსებითად მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა კიდეც ქართული ოცნების პარტიის ამბიციების ნაწილს. საარჩევნო რეფორმის შესახებ პარტიათაშორის შეთანხმებას წინ უძღვოდა მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით. საარჩევნო რეფორმის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდება პროპორციული გზით არჩეულთა რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესდება არჩევნების თითქმის იგივე სისტემა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში. მეორე, საქართველოს ლიდერებს თვალი ევროპისკენ უპყრიათ ძალიან მკაფიო მიზეზით: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას და ეს მხარდაჭერა წარმოადგენს ძლიერ არგუმენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიებში. მთავრობის პროდასავლური მიმართულება ასევე ასახულია სახელისუფლებლო პოლიტიკის ბევრ პრაქტიკულ ელემენტში: მაგალითად, 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს და შეიცავს იმ ტიპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომლის მიღწევას გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ძალიან შეეცდებიან წელს ჩანიშნულ მოლაპარაკებებზე. გარდა ამისა, ამჟამად საქართველო თავმჯდომარეობს ევროსაბჭოს, რომლის წევრიც იგი გახდა 1999 წელს. მესამე, საქართველოში შეიმჩნევა არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი, პირველ რიგში, საერთო ბაზარია. შესაბამისად, საქართველოსთან პარტნიორობის 25-ე წლისთავზე მსოფლიო ბანკმა ხაზგასმით აღნიშნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესება ქვეყანაში. სხვა მნიშვნელოვან ელემენტებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია სიღარიბის მაჩვენებლების მკვეთრი კლება 32.5%-დან 2006 16.3%-მდე 2017 წელს.


2008 წელს წინა ხელისუფლების დროს გამწვავებულმა კრიზისმა რუსეთსა და საქართველოს შორის ხისტად მიუთითა ევროპას, რომ ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოითხოვს გონივრულ და პროაქტიულ პოლიტიკას ჩვენი საზღვრების მიღმა. ნიშნავს თუ არა ეს გრძელვადიან ჭრილში ევროკავშირის გაფართოებას საქართველოს ხარჯზე? გამოწვევები უზარმაზარია და მათი დაძლევა, ძირითადად, ქართველთა ხელშია. მეორე მხრივ, ევროკავშირის ინტერესებშია, მიაქციოს ყურადღება პოლიტიკურად სტაბილურ, ეკონომიკურად დინამიურ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს პროდასავლური მთავრობა, განლაგებულია ევროპის საზღვარზე და წარმოადგენს ბუფერულ ზონას რუსეთსა და არასტაბილურ შუა აღმოსავლეთს შორის. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც მოეთხოვება გონივრულ სამეზობლო პოლიტიკას”,- წერს გავლენიანი ფრანგული გამოცემა.


lesechos.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up