ფრანგული ბრენდი Celio  შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე ისევ დაბრუნდეს

ფრანგული ბრენდი Celio შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე ისევ დაბრუნდეს

access_time2017-12-20 11:30:43

ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Celio შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე დაბრუნდეს. როგორც „კომერსანტს“ ბრენდის წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია Adress-ის ბრენდ-მენეჯერმა თეონა წიწილაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ რაც კომპანია Celio-ს მდგომარეობა დასტაბილურდება, არ არის გამორიცხული მაღაზია საქართველოში ისევ გაიხსნას.


„არ გამოვრიცხავ კომპანია Adress-მა Celio-ს ბრენდთან მოლაპარაკებები ისევ აწარმოოს. თუმცა, ამ დროისთვის, Celio ახალ მაღაზიებს არ ხსნის და ისევ იმ ეტაპზეა, რაც იყო იმ დროს, როდესაც ჩვენი თანამშრომლობა გაწყდა. გაუმჯობესების შემთხვევაში რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ“-აცხადებს წიწილაშვილი.


როგორც ცნობილია, ფრანგული ბრენდი Celio საქართველოს ბაზრიდან 2017 წლის აპრილიდან გავიდა. წიწილაშვილის განცხადებით, მიზეზი ბრენდის მსოფლიო მასშტაბით არსებეული პრობლემები გახდა.


„თვითონ ბრენდმა გააკეთა რებრენდინგი, შეცვალეს დიზაინერი. შესაბამისად, სხვა სეგმენტზე გადაეწყვნენ, რამაც ბევრი კომპლექსური პრობლემა გამოიწვია. იმის გამო, რომ რითეილში კონკურენცია მაღალია, მსოფლიო მასშტაბით თავად ბრენდს ჰქონდა პრობლემები. მაგალითად, ერთ-ერთი უმთავრესი მაღაზია, რომელიც პარიზში ჰქონდათ, დახურეს“-აცხადებს წიწილაშვილი.


მისი ინფორმაციით, Celio ქართულ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. თავდაპირველად, წარმოდგენილი იყო 2 მაღაზიით. ცოტნე დადიანზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, რომელიც გახსნიდან რამოდენიმე თვეში, ცენტრის არააქტიურობის გამო დაიხურა. უკვე შემდეგ, წარმოდგენილი იყო პეკინის ქუჩაზე, რომელიც 2017 წლის აპრილში დაიხურა.



„სელიოს ძალიან ბევრი იცნობდა და ჰყავდა თავისი ლოიალური მომხმარებელი. 2007 წელს აბსოლუტურად უკონკურენტო იყო.ბაზარზე არც იყო სხვა არჩევანი. ბრენდს ხარისხი არ გაუფუჭებია, პრობლემა მსოფლიო მასშტაბით სტილის გამოცვლის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად, მოთხოვნა ძველ Celio-ზე უფრო იყო, ვიდრე იმ ახალ პროდუქციზე, რაც ჩამოდიოდა“-აცხადებს წიწილაშვილი.


ფრანგული ბრენდი Celio 1985 წელს პარიზში, ძმების, ლორან და მარ გროსმანების მიერ დაფუძნდა. კომპანია ძირითადად მამაკაცის ტანსაცმელს აწარმოებს. Celio ბრენდი 40 ქვეყანაში 680 მაღაზიითაა წარმოდგენილი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up