ფრანგმა კოლეგამ დავით ზალკალიანს დაუდასტურა, რომ მაკრონისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

ფრანგმა კოლეგამ დავით ზალკალიანს დაუდასტურა, რომ მაკრონისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

access_time2019-12-02 22:33:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების. სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემდეგ.

 

მისი თქმით, კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე.

 


„ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ფრანგ კოლეგებთან მუდმივი კავშირი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რადგან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „საფრანგეთის სიტყვას საერთაშორისო დღის წესრიგში და მათი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი ფასი აქვს“.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე.

 

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას ეკონომიკური კუთხით.





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up