ფრანგმა არქიტექტორებმა ნოტრ-დამისრესტავრაციის პროექტი წარადგინეს, რომელიც აპრილში მომხდარი ხანძრის შედეგად ძალიან დაზიანდა. ინფორმაციას საფრანგეთის არქიტექტურის ბიურო Vincent Callebaut Architectures-ი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული პროექტს ჰქვია Palingenesis (აღორძინება)
პროექტში დაზუსტებულია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი წარმოდგენილი იქნება როგოც დადებითი ენერგიის მატარებელი შენობა, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გასცემს, ვიდრე მოიხმარს.
არქიტექტორებმა პროექტის თანახმად საფრანგეთის ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ ნოტრ-დამის სახურავი და შპილი შუშისგან დამზადდეს. ასევე გამოიყენონ მუხა და ნახშირბადი. სახურავი გამოსცემს სითბოს და აწარმოებს ელექტროენერგიას.
ასევე არქიტექტორები პროექტის თანახმად, ფიქრობენ, რომ ტაძრის სახურავზე განათავსონ ბაღი და ბოსტანი. რომლის ნაყოფსაც უფასოდ დაურიგებენ სოციალურად დაუცველებს.
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფდნენ.
Imedinews