ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

access_time2020-05-24 20:00:33

 

გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.

 

თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.

 

ეს უკვე საფრანგეთის ეროვნული ბანკის სტატისტიკაშიც გამოჩნდა -2017 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლამდე ფრანგები თვეში საშუალოდ 5,9 მლრდ. ევროს ზოგავდნენ, ხოლო 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი მკვეთრად  - 19,6 მლრდ.-მდე გაიზარდა.

 

ფრანგული სოციოლოგიური სამსახურის Ifop-ის მონაცემებით,  უკვე 2019 წლის ბოლოს ქვეყნის მოქალაქეების განწყობებში მომავლის გაურკვევლობის და არასტაბილურობის შიში საკმაოდ გაზრდილი იყო, ხოლო კორონაკრიზისმა ეს ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

 

ანალიტიკური ცენტრი Xerfi ფრანგების სამომხმარებლო ხარჯების 7,5%-ით შემცირებას პროგნოზირებს. გამოკითხულთა 31% შემოსავლების მკვეთრ ვარდნას ელის, და ისეთ საინვესტიციო აქტივში, როგორც უძრავი ქონება, ფულის ჩადებაზე დროებით უარის თქმას აპირებს.

 

შესაძლო კრიზისს უძრავი ქონების ბაზარზე ორი ფაქტორი აძლიერებს  - საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ვარდნის რისკი, და ბინებზე ფასების შემცირების მოლოდინი. გამოკითხულთა  მხოლოდ 35% მათ შორის, ვინც პანდემიამდე ბინის ყიდვას აპირებდა, დღეს ამ თავის სურვილზე უარის თქმას არ გეგმავს, 21%-მა გადადო შეძენა 1 წლით, დანარჩენებმა კი არ როდის შეძლებენ უძრავი ქონების ყიდვას არ იციან.

 

კრიზისმა ასევე ახალი ტენდენცია გააჩინა- სულ უფრო მეტ ადამიანს ცხოვრება არა ქალაქის ბინაში, არამედ გარეუბანში, კერძო სახლში სურს. ამის ახსნა ძალიან მარტივია - კარანტინმა ყველას დაანახა, რამდენად ფასეულია ის ზედმეტი კვადრატული მეტრები და საკუთარი ეზო, რომელსაც ადამიანებს კერძო სახლი ჩუქნის.


 

თანაც - კერძო სახლი არის პირადი ციხე-სიმაგრე, სადაც ვერანაირი უცხო ადამიანი ინფექციას ვერ შემოიტანს.

 

ფრანგების დიდ ნაწილს სურს სოციალური დისტანციის მაქსიმალური შენარჩუნება - გამოკითხვების თანახმად,  იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც სურს დისტანციური მუშაობის გაგრძელება და შოპინგის ჩანაცვლება ონლაინ-ვაჭრობით, მკვეთრად გაზრდილია.

 

პანდემიის მიერ მოტანილი კიდევ ერთი ახალი ტენდენცია - საფრანგეთში ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი ეს მცირე მწარმოებლებს, და ოჯახურ კომპანიებს ეხება. სოციოლოგიური გამოკითხვებიც და ონლაინ-სერვისების მონაცემებიც ფერმერული პროდუქტების მიწოდების ზრდას ადასტურებს.

 

 

ამ გზით მოქალაქეები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ თანამემამულეებს ეხმარებიან, და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. კორონავირუსმა ყველას დაანახა, რომ საზღვრები შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიკეტოს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქცია იწარმოებოდეს.

 

კიდევ ერთი ახალი ტენდენცია - საშუალო კლასის, დაბალი ფასის და შედარებით მისაღები ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა. ახსნა მარტივია - სოციალური სამსახურის YouGov-ს გამოკითხვის შედეგების თანახმად, კარანტინის შემდეგ ფრანგების თავიანთი ხარჯების 40%-ს შემცირებას გეგმავენ.

 

ეპიდემიის შედეგად, ასევე გაიზრდა ფრანგების ინტერესი ჯანმრთელობის დაცვის მიმართ - სპორტული მაღაზიების ერთ-ერთი ქსელის ინფორმაციით, 30% გაზრდილია სპორტთან დაკავშირებული პროდუქციის  გაყიდვები - საუბარია ტრენაჟორებზე, ველოსიპედებზე, სხვადასხვა სახის ვიტამინებზე, და კვებით დანამატებზე.

 

ფასეულობათა ახალ სისტემაში ველოსიპედს განსაკუთრებული ადგილი უკავია -ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, და  როგორ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიმჭიდროვის, ასევე კერძო ავტომობილში საცობების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

 

თუმცა, ამავე დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ უნდობლობის და გაიაფებული საწვავის გამო მოსალოდნელია ასევე ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდაც.

 

შევაჯამოთ -  უახლოეს პერსპექტივაში საშუალო მომხმარებლის „საგზაო რუკა“ ასე გამოიყურება  - ის მეტ ფულს ზოგავს, არააუცილებელ საყიდლებს აუქმებს, ფულს კი ყველაზე აუცილებელ და ხელმისაწვდომ საქონელზე ხარჯავს.

 

ფრანგთა მხოლოდ 45% მიიჩნევს, რომ მოხმარების  კრიზისამდელ დონეზე შეინარჩუნებს.

Radio France intenacional

 


თეგები:
საფრანგეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up