ფრანგ სპეციალისტებს რაჭის ტურისტული პოტენციალი გააცნეს

ფრანგ სპეციალისტებს რაჭის ტურისტული პოტენციალი გააცნეს

access_time2018-07-27 14:24:39


 

 „საპარტნიორო ფონდი“ რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. ამ მიზნით ფონდის მოწვევით და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭრით საქართველოში ფრანგული მთის კურორტების განვითარების კომპანია „Compagnie des Alpes“-ისა და მთის კურორტების დაგეგმარებისა და დიზაინის კომპანია „Géode“-ის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.


 

ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებმა  რაჭის საინვესტიციო პოტენციალი შეაფასეს და რეგიონის საკურორტო ზონები დაათვაიერეს.“საპარტნიორი ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფრანგულ მხარეს ფონდის მიერ შემუშავებული რაჭის განვითარების კონცეფციის დეტალები გააცნო და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


 

„რაჭის ტურისტული რესურსი აუთვისებელია. ეს ის მხარეა, რომელიც გამორჩეულად მდიდარია საკურორტო პოტენციალით. ტურიზმის სექტორის განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ფონდი რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონი და გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გავაჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო და სოფლებში მათი დამაგრების მოტივაცია“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


 


ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, რაჭაში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი იულია სოტიე და იმყოფებოდა. რაჭის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ფრანგ სპეციალისტებს ქართველმა კოლეგებმა კომპანია „გეოგრაფიკისა“ და კომპანია „არტსტუდიოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს, რომლებიც რაჭის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობენ.


 

„რაჭის რეგიონს აქვს ტურისტული რესურსების სრული კომპლექტი, რომ ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენცია გაუწიოს. ჩვენი მიზანია, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება საუკეთესო შედეგების მისაღწევად“, განაცხადა „Compagnie des Alpes“-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა.

 

„აქაურობა მაგონებს საფრანგეთში იმ ადგილებს, სადაც მე ვცხოვრობ. მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩართულია „საპატრნიორო ფონდი“, რომელთანაც ვგეგმავთ გამოცდილების გაზიარებას ეროვნული საგანძურის, ინფრასტრუქტურისა და ბუნების დაცვის მიმართულებით“, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლელმა იულია სოტიემ.  

 

რაჭის საკურორტო პერსპექტივების შესახებ ფრანგულ მხარესთან რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ იმსჯელეს.

 

„საპარტნიორო ფონდმა” საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად, რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა განახორციელა და რეგიონის განვითარების ზოგად კონცეფციაზე განაგრძობს მუშაობას. კონცეფცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას მოიცავს და მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

 (R)

 

 

 

 

 





„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up