ფქვილის სუბსიდირების პროგრამა შესაძლოა, აპრილსა და მაისშიც გაგრძელდეს - ,,მეხორბლეთა ასოციაცია“

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა შესაძლოა, აპრილსა და მაისშიც გაგრძელდეს - ,,მეხორბლეთა ასოციაცია“

access_time2021-03-07 15:38:20

„სუბსიდირების პროგრამა სავარაუდოდ, გაგრძელდება. მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება, რომ მაისშიც მოხდეს ფქვილის სუბსიდირება“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციიის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.


ლევან სილაგავას თქმით, მთავრობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს ასოციაციას და მათი ეს განწყობა ცალსახაა, რათა არ მოხდეს პურის ფასის ზრდა.


,,ჩვენ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მე ვიცი განწყობა როგორია ხელისუფლების მხრიდან და სავარაუდოდ, სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება. მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება, რომ მაისშიც კი გაგრძელდეს. რატომ ეს ორი თვე? ვიცით, რომ ახლა ფასები ხორბალზე ისევ მაღალია. შესაბამისად, სამიზნე ფასი მეპურეებისთვის არის 53 ლარი 1 ტომარა ფქვილზე. ისინი ამბობენ, რომ თუ ეს ფასი არ იქნება, პური გაძვირდება. დღეს კი თავისუფალ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 67-68 ლარია. ამიტომ, ხორციელდება 15-ლარიანი სუბსიდირება.


უკვე დაახლოებით 20 მარტისთვის მთავრობას მეპურეებთან და ჩვენთან ერთად ექნება შემაჯამებელი ანალიტიკური შეხვედრა, სადაც განისაზღვრება თავისუფალ ბაზარზე რამდენია ფქვილის ფასი, რომ გამოიკვეთოს, რამდენი დასჭირდება შემდეგ სუბსიდირებას.


შემდგომ თვეებში ალბათ, საჭიროებაც აღარ იქნება, რადგან მოუსწრებს ახალი მოსავალი პირველი ივლისიდან. ამ პერიოდში ტრადიციულად მუდმივად აღება მეტია ახალი ხორბლის, ვიდრე შესანახი მეურნეობების. მოსავალი ამ დროს აწვება ფასს და ფასი ამ დროისათვის დაკორექტირდება. შეიძლება, ეს არ იყოს ისეთი კლება, რომ 53 ლარზე ჩამოვიდეს ისევ ფასი, მაგრამ სავარაუდოდ, მინიმუმ 5-6 ლარით კლება მოხდება. დადასტურებით ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ გამოცდილება და პრაქტიკა ასეთია.


სხვა თემაა, სხვა კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს პურის ფასზე. ამის შემდეგ შევხედავთ, რა ღონისძიებების გატარება დასჭირდება ან არ დასჭირდება სახელმწიფოს. აპრილი და მაისი კი დიდი ალბათობით, დასუბსიდირდება, რათა პურის ფასი შენარჩუნდეს. რომ არა ეს მექანიზმი, დღეს პური 15-20 თეთრით მეტი ეღირებოდა. ასე ამბობენ მეპურეები, “- ამბობს ლევან სილაგავა ,, ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისთვის, ქვეყანაში პურის ფასის შესანარჩუნებლად მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას ახორციელებს, რომლის ვადაც 1 აპრილს იწურება.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up