მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

access_time2018-12-10 16:00:00

სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.



მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური.



„ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის ფასიც.ზაფხულიდან მოყოლებული ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარიდან 44-45 ლარამდე გაიზარდა, რაც კრიტიკული ფასია მეპურეებისთვის,იმიტომ რომ ასეთი ფასის პირობებში ვერ ვეტევით თვითღირებულებაში. გარდა ამისა მოსახლეობისა და ბაზრის მოთხოვნით პოლიეთილენის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვით შეიცვალა, რაც გარკვეულწილად ფასებზეც აისახა,“-განაცხადა მალხაზ დოლიძემ.



დოლიძე პრობლემის მოგვარებაში მთავრობის ჩართვას საჭიროდ თვლის.



„მთავრობის ჩართულობა საჭიროა, ვინაიდან ეს სენსიტიური თემაა, რადგან ძირითად კვების პროდუქტს ეხება. საქართველოს წელიწადში მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება,რაც ბევრი არაა. მიზანშეწონილია მარაგების შექმნა, რათა ასეთი პრობლემები არ შეიქმნას, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისება, თუმცა ამ საკითხების გადაჭრა დროის საკითხია,“-განმარტავს მალხაზ დოლიძე.



ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავა პურის ფასის ზრდას ობიექტურს უწოდებს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდიდან გამომდინარე და სხვა მოქმედ ფაქტორებს შორის ვალუტის კურსს ასახელებს.



„ფქვილის ფასი ობიექტურად გაიზარდა, რადგან რუსეთში საიდანაც ხორბლის 90%-ის იმპორტი ხდება, გაიზარდა ხორბლის ფასი, ასევე გაიზარდა გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა (ფრახტები), ტრანსპორტირება, ამას გარდა ვალუტის კურსმაც იქონია გავლენა ვინაიდან დოლარით ვყიდულობთ ხორბალს. 


ხორბლის და ფქვილის ბოლო 10 წლის სტატისთიკა მოწმობს, რომ ეს ფასები ჩვენთან მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიხედვით იცვლება. ვფიქრობ, ახლა არსებული ფასი ჯერ-ჯერობით არ შეიცვლება, თუ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება არ მოხდა. ახალი ანალიტიკა კი, შემდეგი წლის თებერვლიდან გვეცოდინება და მერე შეგვიძლია პროგნოზებზე საუბარი,“
-აცხადებს ლევან სილაგავა.



აღსანიშნავია, რომ პურის ფასის ზრდას პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა და შესაბამის ორგანოებს საკითხის შესწავლიკენ მოუწოდა.



„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ბახტაძემ.



მარიამ ტიტვინიძე





„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up