ფქვილის 2 თვის მარაგი მუდმივად გვაქვს, უპუროდ არ დავრჩებით  - პურის მცხობელთა ასოციაცია

ფქვილის 2 თვის მარაგი მუდმივად გვაქვს, უპუროდ არ დავრჩებით - პურის მცხობელთა ასოციაცია

access_time2022-05-13 16:30:30

ხორბლის იმპორტის კატასტროფული კლების ფონზე ფქვილის იმპორტი და მოხმარება იზრდება. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, საქართველოს მუდმივად აქვს 2 თვის მარაგი, ამიტომ პურის წარმოებას საფრთხე მინიმალურ დონეზეც არ ემუქრება.


ასე პასუხობს დოლიძე ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს პერიოდში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდება“.


მეტიც, როგორც დოლიძე აცხადებს, ხორბალი არ შემოდის კატასტროფული გაძვირების გამო, სამაგიეროდ, წისქვილკომბინატების გარკვეული ნაწილი უკვე ფქვილის იმპორტითაა დაკავებული და ეს ტენდენცია გაგრძელდება, სანამ ხორბლის ფასი არ დასტაბილურდება.


,,რუსეთმა დააწესა ხორბალზე მცოცავი გადასახადი, რაც 98 დოლარს შეადგენს. ხორბლის ფასი 400 დოლარი გახდა, იმპორტისთვის ეს მთლიანობაში უკვე 500 დოლარია, ხოლო ამ ფასად ხორბლის შეძენა რეალურად წარმოუდგენელია. მაშინ პური 5 ლარამდე უნდა გაძვირდეს! ზოგიერთმა წისქვილმა ფქვილის შემოტანა დაიწყო, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. ხორბლის იმპორტი რეალურად რთულია, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. სამაგიეროდ, ფქვილის იმპორტი ხელსაყრელია და მუდმივად არის 2 თვის მარაგი, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება, სულაც რომ გაჩერდეს ხორბლის იმპორტი, უპუროდ არ დავრჩებით. ქართული ხორბალიც მალე შეგვეშველება“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.



მისი თქმით, რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს ელიან, რაც ფასებზე გავლენას მოახდენს და შესაძლებელია ფქვილი სამომავლოდ გაიაფდეს კიდეც, რის ტენდენციაც დაწყებულია.


,,ახალ მოსავალს ელიან, ყველა თავისუფლდება ძველი ნაშთებისგან და რუსეთში ფასიც დაბლა წამოვა. ფქვილის მარაგი არის და იმპორტიც დაუბეგრავად შემოდის. სომხეთს რუსული ფქვილი იმდენი დაუგროვდა, რომ ირანში ჰყიდის.  გარდა ამისა, რუსეთში ელოდებიან 130 მილიონ ტონა  მოსავალს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზაციის დიდი პრობლემა შეექმნებათ სანქციების გამო და ყველა პირობაა, რომ უფრო შეღავათიან ფასში შემოვიდეს ეს პროდუქტი საქართველოში. ისრაელის გარშემო ყველა მტერია, მაგრამ ყველასთან საუკეთესო ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. ქვეყნისთვის პრიორიტეტია ის, რაც აწყობს ხალხს, ამიტომ  ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ სტრატეგიული პროდუქტის იმპორტზე უარს ვერ ვიტყვით. ვიმეორებ, უპუროდ არ დავრჩებით, საფრთხე ამ მხრივ ნამდვილად არ გვემუქრება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“.


მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ფქვილი 2-3 ლარით გაიაფდა და 1 ტომარა პროდუქტის ღირებულება 72-73 ლარის ფარგლებშია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up