Fox News: კორპორაციული ამერიკა განსხვავებული აზრის წინაამღდეგ ერთიანდება

Fox News: კორპორაციული ამერიკა განსხვავებული აზრის წინაამღდეგ ერთიანდება

access_time2021-01-16 20:00:15

ყველა, ვინც კაპიტოლიუმში შევარდა და ამით კანონი დაარღვია, უნდა დაისაჯოს. თუ შენ პოლიციელს თავს ესხმი ან შენობას ანადგურებ შენი ადგილი ციხეშია. ეს აქსიომაა და ამაზე კამათი უაზრობაა. ოღონდ - ეს ერთი შეხედვით.

 

იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ამერიკაში ძალაუფლებას ფლობს  სხვანაირად ფიქრობს და შერჩევითი სამართლის მომხრეა.

 

მკაცრი ზომები დონალდ ტრამპის და მისი თანამოაზრეების წინაამღდეგ, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, კოლექტიურ სასჯელშია გადაზრდილი და სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ის რაც დღეს ხდება - სრული სიგიჟეა.

 

ამერიკის უმსხვილესი კორპორაციები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ისედაც თითქმის მთლიანად აკონტროლებენ, წარმოუდგენლად გააფართოვეს მცნება „დამნაშავეს“ ინტერპრეტაცია.

 

სენატში რესპუბლიკელებმა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს. ისინი ძალადობისკენ არავის მოუწოდებდნენ და კაპიტოლიუმის შტურმში არ მონაწილეობდნენ. ისინი მხოლოდ მიიჩნევენ, რომ მაშინ, როდესაც ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მისი იძულებით გადაყენება სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს, სულ ესაა.

 

თუმცა, ისინი უკვე დამნაშავეებად ითვლებიან - ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორც Blue Cross Blue Shield, JP Morgan Chase, Marriott, Citigroup, Commerce Bank, განაცხადეს, რამ შეწყვეტენ იმ რესპუბლიკელების ფონდებში შემოწირულობების გადარიცხვას, რომლებიც არჩევნების შედეგებს ამა თუ იმ ფორმით ეწინაამღდეგებიან.

 

მოგვიანებით მათ ისეთი გიგანტები შეუერთდნენ, როგორც Dow, AT&T,  Morgan Stanley და Citibank. ჟურნალ Forbes კი სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ვერც ერთი წევრი მსხვილ ბიზნესში სამუშაოს ვერ მიიღებს.

 

„ვაფრთხილებთ ბიზნესის სამყაროს - თუ თქვენ სამსახურში მატყუარების და ტრამპის მომხრეებიდან ვინმეს სამსახურში აიყვანთ - ჩვენ ჩავთვლით, რომ ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ ტყუილია“ -  განაცხადა ჟურნალის კონტენტის დირექტორმა რენდალ ლეინმა.

 

ამ დროს მოსაწყენია წარსულის გახსენება - მაგალითად, 2016 წლის, როდესაც დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა - „არჩევნები მოპარულია და ეს ცალსახაა, კონგრესი ვალდებულია ჩვენი დემოკრატია დაიცვას“..

 


ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატის ბერნი სანდერსის მომხრემ სცადა ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორის მკვლელობა ქალაქ არლინგტინში.

 

მაგრამ, რატომღაც, არც ერთმა მაღალმორალურმა კორპორაციამ არც ნენსი პელოსის და არც ბერნი სადნერსის დაფინანსება არ შეწყვიტა.

 

იგივე კომპანიები დუმილს ინარჩუნებდნენ მაშინ,  როდესაც მოძრაობა BLM-ის აქტივისტებმა ვაშინგტონში ეკლესია დაწვეს, როდესაც ისინი ქალაქ მინეაპოლისის ცენტრს არბევდნენ, როდესაც პორტლენდში სასამართლოს შენობას ალყა შემოარტყეს, როდესაც სიეტლის ცენტრში საკუთარი სახელმწიფო დააარსეს და იქ ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

თუმცა, არა, ისინი არ დუმდნენ. ისინი ამ ძირგამომთხრელ საქმიანობას მხარს უჭერდნენ, ფონდებს ქმნიდნენ და იქ შეგროვილი თანხებით სასამართლოებში მეამბოხეების სასარგებლოდ გირაოს იხდიდნენ. ამ ფონდებს მხარს ტექნოლოგიური კორპორაციები და დღეს უკვე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უჭერდნენ. ჩვენ ამ აბსურდის წინაამღდეგი მაშინაც ვიყავით და დღესაც  ვართ.

 

ასეთი რამ ხშირად ყოფილა, ამას „სიტუაციური ეთიკა“ ჰქვია, როდესაც შენიანი რაღაცას აშავებს, ის მართალია, იმიტომ, რომ შენიანია. მაგრამ არის სხვაობაც, რაც დღეს ამერიკაში ხდება აქამდე არასდროს მომხდარა.

 

გიგანტური კორპორაციები, რომლებიც დღეს ამერიკაში ისეთ ძალაუფლებას ფლობენ, რომელიც აქამდე არასდროს ფლობდნენ,  შეთქმულებაში შედიან იმისთვის, რათა  ნებისმიერი ოპოზიცია ჩაახშონ.

 

გზავნილი ნათელია - ყველა, ვინც, განსხვავებულ პოზიციაზეა - არის რასისტი და ის ამერიკელი არაა, მას უფლებები არ გააჩნია, მას არა აქვს უფლება ილაპარაკოს, თვითმფრინავით იფრინოს ,  საბანკო მომსახურეობით ისარგებლოს, სამსახურში იაროს.

 

დღეს კორპორაციული ამერიკა ქვეყანაში რეალურ ძალაუფლებას ფლობს. რა დისტანციაა ბაიდენის საარჩევნო კამპანიას და Google-ს შორის? თითქმის არავითარი. ისეთ გიგანტებს, როგორც Google და Twitter შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ, მათ კი ანგაჟირებული პოლიტიკოსობა სურთ.

 

მათ დონალდ ტრამპი გააჩუმეს და დარწმუნებულები იყავით თქვენც გაგაჩუმებენ, თუ სხვაგვარად აზროვნებას გაბედავთ. კომპანიებს შორის შეთანხმებული მოქმედებები - ანტიმონოპოლური კანონმდებლობის დარღვევაა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას,  რომ ვაშინგტონში ვერ მოიძებნა ვერც ერთი თამამი ადამიანი, რომელიც ამას ხმამაღლა იტყოდა.

 

რამდენიმე დღის წინ Amazon-მა, Facebook-მა, Google-მა და Apple-მა, გათიშეს ინტერნეტიდან სოციალური ქსელი Parler. რა დააშავა Parler-მა? ჯერ არ ვიცით. არც ერთ ადამიანს სამართალდამცავ ორგანოებში ამ კომპანიას და კაპიტოლიუმის შტურმს შორის რაიმე კავშირი არ გამოუვლენია.

 

Parler-ს კანონი არ დაურღვევია და არაფერი დაუშავებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კონსერვატორები ამ სერვისის მეშვეობით ერთმანეთს ეკონტაქტებიან, ეს კი - საშიშია. ამიტომაც მემარცხენეებმა ის დახურეს.

 

კომპანია Amazon არა მხოლოდ მსოფლიოში უმსხვილესი რითეილერია, არამედ მსოფლიოში სერვერების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ინტერნეტ-ტრაფიკის დიდი ნაწილი სწორედ მის სერვერებზე გადის.

 

წინა კვირამდე არავინ იფიქრებდა, რომ ჯეფ ბეზოსს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვის აქვს უფლება ილაპარაკოს ინტერნეტში და ვის არა. ეს ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა ერთი ადამიანისთვის.

 

ჯეფ ბეზოსმა ერთ წამში მთელი პოლიტიკური მიმდინარეობა გააჩუმა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრით, ეს ადამიანები არასწორ შეხედულებებს გამოთქვამენ. მან სწორედ ეს გააკეთა, და Parler გაქრა ქსელიდან.

 

რა იქნება შემდეგ? მალე გაიგებთ.

 

 

წყარო:.foxnews.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up