საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის ფოთში ექვს მილიონამდე ლარი გამოიყო

საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის ფოთში ექვს მილიონამდე ლარი გამოიყო

access_time2019-11-27 16:40:01

ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო.აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.


სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება.საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით, თანხა მიმართული იქნება შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).


უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.


1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.



ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაციის და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.










საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან
access_time2020-02-29 17:30:08
ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება. ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს...


მსგავსი სიახლეები

up