ფოთში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იწყება - მალთაყვაში სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება(ფოტოები)

ფოთში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იწყება - მალთაყვაში სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება(ფოტოები)

access_time2020-06-09 12:40:32

ფოთში მალთაყვის ნახევარკუნძულის განვითარების გეგმის ფარგლებში, ადგილზე სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.


მალთაყვის განაშენიანების გეგმა დასრულებული და უკვე დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთა ერთად ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სხვადასხვა ინვესტორებისგან შეთავაზებული პროექტების განხილვა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ფოთში  სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი და სასტუმრო. როგორც ფოთის მერმა „გოჩა კურდღელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, აღნიშნულმა პროექტმა, რომელიც გენგეგმით გათვალისწინებულ რეგულაციებს აკმაყოფილებს მოწონება დაიმსახურა და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სამედიცინო ცენტრს შპს „თალუსი“ აშენებს, ხოლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს. 



მალთაყვის სანაპიროს სილის სამკურნალო თვისებები(ორთოპედიული და ნევროლოგიური ავადყოფების რეაბილიტაციისთვის), იოდით გაჯერებული  ჰაერი(პლუს  ჰიდრო-ელექტროლიტური  ბალანსი კარდიოლოგიური პაციენტებისათვის) - ეს ის მიზეზებია, რატომაც მალთაყვის ტერიტორიაზე სამედიცინო ტურიზმის განვითარება გადაწყდა.


ცენტრი აღწურვილი იქნება  STATE OF ART  სამედიცინო აღჭურვილობით და შეეძლება დახმარება გაუწიოს რეგიონში და რესპულიკაშიც არსებულ  სხვა სამედიცინო  დაწესებულებებს.


მომავალში  დაგეგმილია  თბილისის ქართულ-ამერიკული  კლინიკის  «საქართველოს  ტერფისა და კოჭწვივ  სახსრის ინსტიტუტის»  გადმოტანა ფოთში რომლის დირექტორი ჯემალ ჭუმბურიძე უშუალოდ ჩართულია ამ წამოწყებაში.  აღნიშნულ კლინიკაში ტარდება ამერიკელი  ორთოპედის და სხვა ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით ურთულესი ორთოპედიული ოპერაციები,  ხოლო პაციენტებს შემდგომ ესაჭიროებათ რეაბილიტაცია რისი ბაზაც იქვე ექნებათ. ეს სპეციალისტები წაყვანი არიან არა მარტო რეგიონში არამედ აზიაში,   პოსტ საბჭოთა სივრცეში და  და კონკურენციას უწევენ ევროპელ კოლეგებს, “  - განმარტავს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.



რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს,  ევროპაში გადამზადებული  და სერტიფიცირებულია 15 რეაბილიტოლოგი. ადგილზე დაარსდება და იფუნქციებს საშუალო მედპერსონალისა და ექიმების გადასამზადებელი საერთაშორისო ცენტრი. მიღწეულია ვერბალური შეთანხმება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ასოციაციებთან და ჩამოსული სპეციალისტები ადგილობრივებთან ერთად ჩაატარებენ ტრენინგებს და გასცემენ შესაბამის საერთაშორისო სერტიფიკატებს.


„პაციენტების მოზიდვის მიზნით მოლაპარაკებები დასრულებულია ქუვეითის გაერთიანებული საემიროების სამედიცინო ტურიზმით დაკავებულ კომპანიებთან და მატი სრული მზაობა თანემშრომლიბისათვის მიღწეულია. ანალოგიურ მოლაპარაკებებს ვახორციელებთ რუსეთის ,უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსის კომპანიებთან და სამედიცინო ცენტრების დირექციებთან,“ – განმარტავს შპს. თალუსის წარმომადგენელი. 


მალთაყვის განაშენიანების გეგმის დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მისი დამზადება კი 300 ათასი ლარი დაჯდა. გათვალისწინებულია რამდენიმე სხვადასხვა ზონა სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის.


მალთაყვის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი - ტერიტორია მდებარეობს მდინარე კაპარჭას, მალთაყვის არხსა და შავ ზღვას შორის, ტერიტორიაზე გადის სენაკი-ფოთი- ბათუმის მაგისტრალური გზა. პროექტის მიხედვით გათვლისწინებულია ამ ზოლზე  კემპინგისა და ეროვნული პარკის სტუმრებისთვის განკუთვნილი უბნების გაშენება. 


საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა, სადაც შპს ,,ურბანიკა“ გამარჯვებულად გამოვლინდა.


 


 მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up