ფოთში ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა

ფოთში ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა

access_time2020-04-14 10:56:54

ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფოთის მუნიციპალიტეტისა და სხვა საჯარო უწყებების ორგანიზებით ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები შეძლებენ, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ. ტირ-პარკი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.


ფოთის ტირ-პარკში არსებულ ვითარებას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნენ. მათ დაათვალიერეს დროებითი ნაგებობები, სადაც განლაგებულია სასადილოები და სველი წერტილები, მათ შორის, საშხაპეები. ტირ-პარკის ტერიტორიაზე მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა სხვა აუცილებელი პირობით. ტირ-პარკის ტერიტორიაზე ქართველ მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.


„მსგავსი ტირ-პარკი ასევე რუსთავშიც მოეწყობა, სადაც ქართველი მძღოლებისთვის მოეწყობა მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა მათ მომდევნო რეისამდე შეძლონ, ასეთი პარკის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში დარჩენა. ამით უზრუნველყოფილი იქნება მძღოლების უსაფრთხოება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.



„სამი დღეა აქ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. შეიქმნა წყლის ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, გარე განათება და ა.შ. ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ პირველი ტრაილერების მძღოლების მიღებას," - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.


ფოთის ტირ-პარკის შემდეგ, ანალოგიური ინფრასტრუქტურა რუსთავშიც მოეწყობა. ტირ-პარკის ტერიტორიაზე 150-მდე მძღოლი ერთდროულად შეძლებს მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.


ფოთის ტირ-პარკში შესრულებულ სამუშაოებს ასევე დაეცნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და ფოთის მერი გოჩა კურდღელია.





NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე "გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება". NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up