ფოთში  მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

access_time2019-07-12 14:10:46

ფოთში საქალაქთაშორისო მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.


როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქის მერია მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს. მძღოლები განმარტავენ, რომ აღნიშნული ფართი მეპატრონისგან იჯარით აქვთ აღებული, შესაბამისად, სადგურის რეაბილიტაცია მეპატრონემ უნდა განახორციელოს.


„ჩვენთან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს, რომ შენობა უნდა გავარემონტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავჯარიმდებით. გვითხრეს, თუ არ შეასრულებთ მოთხოვნას, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომ ბოლოს ქუჩაში დარჩებითო. ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ერთწლიანი ვადით დავიქირავეთ. თუ ჩვენი ხარჯებით გავარემონტებთ, სად არის გარანტია, რომ აქედან არ გაგვიშვებენ. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, ის დახმარებას დაგვპირდა. პირველ რიცხვამდე უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ალტერნატიული ფართი, რაც არ მოხდა“, – განაცხადა ავტოსადგურის დირექტორმა, დათო შონიამ.



ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.


„დამქირავებელს ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება, ავტოსადგურის მოვლა-პატრონობაზე. ობიექტს მოვლა-პატრონობის არაფერი ეტყობა. ჯარიმა გამოიწერა შენობის იერსახის გამოსწორებაზე და ტერიტორიის მოუვლელობაზე. ეს არის მინიმალური ჯარიმა 250 ლარი. სასამართლომ ისინი არ დააჯარიმა, მაგრამ გაფრთხილება მისცა, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“- განაცხადა არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ შონიამ.


სამარშუტო ტაქსების მძღოლები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პეემანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.


1ტვ






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up