„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ - ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა“ - ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი პროექტის შესახებ

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ - ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა“ - ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი პროექტის შესახებ

access_time2020-08-07 18:10:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო. ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია. აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოსეწვივნენ. გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდებიც. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი:


„ჩვენი ახალი პროექტით ძალიან ბევრიფოტოგრაფი დაინტერესდა და ბევრი მათგანიჩაერთო. ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტო მასალა, რომელიც ქვეყნისტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაცშიდა და საერთაშორისო კამპანიებისდაგეგმვისას გამოვიყენებთ. პროექტში ასევემონაწილეობენ ტურისტული გიდები დასატრანსპორტო კომპანიები. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების , ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ფოტო ტურში სამეგრელოში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი.



„საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ფოტო ტურები, რომელშიც ჩავერთე და ვიმყოფებოდი სამეგრელოში. პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაცსამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ფოტოგრაფებისთვის, რომლებმაც თავი უნდა გამოიჩინონ ამ კუთხით“,  აცხადებს გიორგი შერმაზანაშვილი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანია კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება.

თეგები:
ტურიზმი



როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up