ფოთის თიზ-ი საქართველოში „მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

ფოთის თიზ-ი საქართველოში „მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

access_time2020-07-23 14:44:19

23 ივლისს „თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციამ“ (World FZO)  სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობების დანიშვნასთან დაკავშირებით, ონლაინ ცერემონია  გამართა. ამიერიდან  საქართველოში World FZO-ის ოფიციალური წარმომადგენელი ფოთის თიზ-ი იქნება. ამ მიზნით გამართულ ონალაინ ცერემონიაზე,   World FZO-სა და ფოთის თიზ-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.


„თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაცია (World FZO) არის უმსხვილესი და გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანება, რომელშიც მსოფლიოს 2660 თავისუფალი ზონიდან 1700 სუბიექტია გაერთიანებული. იგი წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში და ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკაში მათი როლის  გასაზრდელად საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას. World FZO-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ სამირ ჰამრუნის განცხადებით:  „სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლების დანიშვნით ორგანიზაცია აფართოებს თავისი სერვისების მოცვის სივრცეს,  უზრუნველყოფს პრობლემების გამოკვეთას რეგიონულ ჭრილში და გამოცდილების გაზიარებას თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად“.


 ,,ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ფოთის თიზ-ის საქართველოში მის ოფიციალურ წარმომადგენლად  დასახელება ჩვენთვის დიდი პატივია. თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციასთან (World FZO)’’ თანამშრომლობის გაღრმავება  მნიშვნელოვანი ბერკეტია ინვესტორებთან ურთიერთობების გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პოზიციონირების გასაზრდელად“, - აღნიშნა ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ.



ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელშიც საქართველოს მთავრობა წარმოდგენილია პარტნიორის სახით. თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის  იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს. კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელსაც აწვდიან  საქართველოს, დსთ-ს რეგიონსა და  საერთაშორისო ბაზრებს.


ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორის  განცხადებით, პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ საქართველოში  ყველა პირობაა შექმნილი  ინვესტორთა მხარდაჭერისა და დაცულობისთვის. ამიერიდან, ფოთის თიზ-ი, როგორც World FZO-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი იქნება   მსოფლიო FZO- სთან  ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაზე და  მსოფლიოს და საქართველოს თავისუფალ ზონებს შორის ინტეგრაციის გაღმავებაზე.

 


თეგები:
World FZO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up