ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის საწარმოებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის საწარმოებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

access_time2020-10-30 12:08:16

გუშინ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ქ. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ  ფოთის თიზ-ის საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.


სტუმრებმა სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, სადაცსხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდებაფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ის შესახებ, რომელმაც ფოთის თიზ  ში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი.


ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი. პირველ ეტაპზე საწარმოში დაგეგმილი იყო ყოველთიურად 125 ტონა თხილის გადამუშვება, თუმცა პანდემიიის შედეგად შეფერხდა, როგორც საწარმოს ოფიციალური გახსნა, ასევე მისი სრული დატვირთვით ამუშავებაც. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 35 ადგილობრივი,რომელთა რაოდენობა გაიზრდება საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებისთანავე.



სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში , ასევე დაათვალიერეს შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ს საწარმო,რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებულისისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში. საწარმოში დღეისათვის სრულად დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობსკადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი. პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციოღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.


ასევე დაათვალიერეს ფოთის თიზ-ში მიმდინარე ინფრასტუქტურული განვითარების პროექტი, კერძოდ 3000 კვ.მ ფართობის საწყობის მშენებლობის პროცესი, სადაც თითქმის დასრულებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. საწყობის მშენებლობა დასრულდება 2021 წლის დასაწყისითვის და განკუთვნილი იქნება მშრალი ტვირთების დასასაწყობებლად. ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის შესახებაც,რომელმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უკვე მიიღო.


ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2020 წლისდეკემბრის თვეში. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა ეტაპობრივად 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხნის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 10 მლნ ლარს.


თეგები:
ფოთი



ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up