ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ თხილისა და ჩირის გადამამუშავებელი ქარხანას ხსნის

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ თხილისა და ჩირის გადამამუშავებელი ქარხანას ხსნის

access_time2019-12-25 17:07:15

კომპანიის დამფუძნებელმა ბახოდურ ბახრანოვმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საწარმოს მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის სარემონტო სამუშაოები და საწარმოო დანადგარების ინსტალაცია, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება სხვადასხვა სახის თხილისა და ჩირის გადამუშავების პროცესი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.


„ჩვენ დიდხანს განვიხილავდით ქარხნის მშენებლობის ადგილმდებარეობას და საბოლოოდ ავირჩიეთ ფოთის თიზ-ი, რომლის სტრატეგიული მდებარეობითა და საგადასახადო შეღავათებით გვეძლევა განსაკუთრებული უპირატესობა, ერთი მხრივ, ვიყოთ რეგიონალური სავაჭრო დერეფნის ცენტრში და, ამასთანავე, ვისარგებლოთ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც უფრო მეტად კონკურენტულს ხდის ჩვენს წარმოებულ პროდუქტს რეგიონალურ ბაზრებზე,“ - განაცხადა ბახოდურ ბახრანოვმა.


ქარხანაში პირველ ეტაპზე ყოველთვიურად გადამუშავდება 125 ტონა თხილი, რომლის ექსპორტი განხორციელდება დსთ-ეს და ევროპის ქვეყნებში. საწარმოში დასაქმდება 30-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან.


ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის პირველი საგადასახადო ვალდებულებებისგან განთავისუფლებული ტერიტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელშიც საქართველოს მთავრობა წარმოდგენილია პარტნიორის სახით. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გუნდი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მოზიდვას ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე.




„ჩვენი მიზანია ფოთის თიზ-ის მაშტაბურ რეგიონალურ სავაჭრო და საწარმოო ჰაბად ჩამოყალიბება, სადაც რეგისტრირებული კომპანიები შექმნიან რეგიონალურ სავაჭრო-სადისტრიბუციო ცენტრებს და აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის ქართულ პროდუქტს. ეს პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა ხელს უწყობს დასაქმებას და ტვირთბრუნვის ზრდას რეგიონში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ.


ცნობისთვის, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ინვესტორებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას საგადასახადო შეღავათების მქონე სივრცეში, ლიცენზიებს - ბიზნეს სექტორის მიხედვით, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარას ხანგრძლივვადიანი პერიოდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საბაჟოს მომსახურეობებს უწყვეტ რეჟიმში - 24/7. თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს. კომპანიები ფოთის თიზ-ში აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელსაც აწვდიან საქართველოს, დსთ-ს რეგიონისა და საერთაშორისო ბაზრებს.


(NS)





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up