ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტრონული მიკროსქემების წარმოება იწყება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტრონული მიკროსქემების წარმოება იწყება

access_time2020-01-13 16:23:03

მარტში კომპანია „ჯორჯიან ტექნოლოჯი თიზ“-ი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტრონული მიკროსქემების საწარმოს გახსნის, რომლის ჯამური საპროექტო-საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას „ჯორჯიან ტექნოლოჯი თიზ“-ი ავრცელებს.


„ჩვენ ფოთის თიზ-ში ბიზნეს საქმიანობა დავიწყეთ ვაჭრობით, თუმცა 1 წლის შემდეგ ვიწყებთ მიკროსქემების აწყობას და მომავალშიც ვგეგმავთ გაფართოებას. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა აშშ-ში და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე. საწარმო უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და რამდენიმე თვეში ვგეგმავთ ოფიციალურ გახსნას,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი თიზ“-ის დამფუძნებელმა თურქმა ბიზნესმენმა აჰმეთ ონერმა.


დღეისათვის, თითქმის დასრულებულია შენობის შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები და მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, რომლებიც წინასწარ გაივლიან გადამზადების კურსს.




„ელექტრონული მიკროსქემების დამზადება ახალი მიმართულებაა ქართულ წარმოებაში და მოხარული ვართ, რომ მისი აწყობა მოხდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე,“ - აღნიშნა ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ.


მისი განცხადებით, თიზ-ში რეგისტრირებული მწარმოებელი კომპანიები სარგებლობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც მათ საშუალებას აძლევს წარმოებულ პროდუქციაზე მიიღონ ქართული წარმოშობის პრეფერენცირებული სერტიფიკატები, მათ შორის EURO1 და ST1.


ფოთის თიზ-ი ინვესტორებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ფართო სპექტრის მომსახურებას (რეგისტრაცია, ლიცენზიები, სასაწყობე და მიწის ნაკვეთების იჯარა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საბაჟო სერვისი) უწყვეტ რეჟიმში-24/7. ფოთის თიზ-ისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ იმპორტის/რე-ექსპორტის/ექსპორტის პროცედურებს, აწარმოებენ და ასაწყობებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, რომელსაც საქართველოს, დსთ-ს და საერთაშორისო ბაზრებს აწვდიან.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up