ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

access_time2020-01-23 12:37:55

გუშინ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ქ. ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის უფროსი თამარ სახეიშვილი, შპს „სდტ ჯორჯიას„ დამფუძნებელი ჯიაკომო ძამატიო და გენერალური დირექტორი მანავ კუმარი. 


ფოთის თიზ-ში დაიწყო ევროპული სტანდარტების, ეკომეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმოებაც ექსპორტსა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზეა ორიენტირებული. ქარხანას აშენებს ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს „სდტ ჯორჯია“, რომლის ბენეფიციარი, ბიზნესმენი ჯიაკომო ძამატიო ფლობს ანალოგიური ტიპის ქარხნებს ჩინეთსა (ქ. სუჯოუ) და იტალიაში (ქ. მილანი).


ქარხანა შენდება ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობაც ყოველწლიურად გაიზრდება.


პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლის ჩინეთში, ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გაგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა კი 2020 წლის აპრილშია დაგეგმილი.



ქარხნის მშენებლობა 2020 წლის იანვარში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. ქარხანას კომპანია „ეკოჰაუსი“ აშენებს.



„ქარხანა იტალიურ-ჩინური ინვესტიციით შენდება, რომლის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობაც 10 მლნ ლარია“, - აცხადებს „სდტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მანავ კუმარი.


„ფოთის თიზ-ის გუნდის მიზანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის რეგიონული მასშტაბის საწარმოო ცენტრად გადაქცევა, სადაც შეიქმნება და დაექსპორტდება სხვადასხვა სახეობის ქართული პროდუქტი და დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი“,- აღნიშნა ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ.


მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მალე საქართველოს საქსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში სრულიად ახალი პროდუქტი - ავტომანქანების კომპონენტები გაჩნდება, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დამზადდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ წარმოებასთან დაკავშირებული სხვა წარმოებების მოზიდვას და მეტი ადამიანის დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up