ფოთის პორტმა გაღრმაწყლოვანება კიდევ ერთხელ მოითხოვა – გახდება თუ არა იგი ანაკლიის ალტერნატივა

ფოთის პორტმა გაღრმაწყლოვანება კიდევ ერთხელ მოითხოვა – გახდება თუ არა იგი ანაკლიის ალტერნატივა

access_time2020-02-18 19:00:46

ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნის პარალელურად, ფოთის ნავსადგურის მმართველმა კომპანიამ “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღებაზე მუშაობა, ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების განზრახვით.


2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.


როგორც “ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახანს გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება “პანამაქსის” ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით.


“მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას”, – განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.


კომპანიის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] – 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე შთშ (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.


როგორც ცნობილია, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვის მიღების პროცედურა 2019 წელს დაიწყო და პირველადი ნებართვა მიიღო კიდეც, რის გამოც შეშფოთება გამოხატა ანაკლიის კონსორციუმმა, რომელიც ანაკლიაში აშენებდა ღრმაწყლოვან პორტს.


“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 2 მაისს მიიღო, მის შესახებ კი 29 მაისს განაცხადა. აღნიშნულს დაუყოვნებლივ მოჰყვა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მწვავე განცხადება. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”, საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.


2019 წლის 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” – “ეიპიემ ტერმინალსის” შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. მთავრობის უკითხავად ნებართვის გაცემაში კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე დაადანაშაულა და თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. მთავრობის წევრები ამ დრომდე ირწმუნებიან, რომ მათ არაფერი იცოდნენ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემაზე. თავის მხრივ, “ეიპიემ ტერმინალმა” თქვა, რომ აანალიზებენ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განიხილავენ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მიმართონ.



ფოთის პორტის მოგება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება


ფოთის პორტის მფლობელ “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” შემოსავლები და მოგება ეზრდება. გაზრდილი ტვირთების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2019 წელის შედეგები კარგი იქნება, თუმცა მანამდე კომპანიამ კომპანიამ 2018 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა.


ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს კომპანიას 150 მლნ ლარის ამონაგები ჰქონდა. წლიურ ჭრილში ზრდა 11 მილიონამდეა. გაზრდილი იყო საერთო მოგება 87.8 მილიონიდან 91.8 მილიონამდე. წლის მოგება 57.8 მილიონს აღწევდა; წლის სხვა სრული შემოსავალი კი, 215.8 მილიონი იყო, 2017 წელს არსებული 55.8 მლნ ნაცვლად.


სტრატეგიულად განლაგებული ფოთის საზღვაო ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგურია, რომელიც ამუშავებს თხევად და მშრალ ტვირთს, კონტეინერებსა და ბორნებს. მას 15 ნავმისადგომი აქვს, აქედან 8 იჯარით აირს გაცემული. ნავმისადგომის ჯამური სიგრძით 2,900 მეტრი.


პორტის საბოლოო მფლობელი APM თერმინალს BV-ია, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი – A.P. Moller-Maersk ჯგუფი.


სჭირდება თუ არა ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი პორტი


საინტერესოა, როგორ შეძლებს საქართველოს მთავრობა ვითარების დაბალანსებას. ცხადია, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.


“ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოზიციაში აღმოჩნდა ხელისუფლება. ერთი მხრივ, იძახის, რომ აცხადებენ ტენდერს ანაკლიის პორტის ასაშენებლად, მეორე მხრივ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბრობს “ეიპიემ ტერმინალს ფოთი”. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეძლებს მთავრობა ამ ვითარების დაბალანსებას იმიტომ, რომ ცხადია, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება”, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.


სამართლის სფეროს სპეციალისტი, აკაკი ჩარგეიშვილი კი ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ანაკლიას თავისი განსაზღვრული სტატუსი აქვს კონსტიტუციის დონეზე და ამას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ფოთში, კი უბრალოდ შეიძლება მოხდეს არსებული სიმძლავრეების ზრდა.


,,ფოთის პორტის, ღრმაწყლოვან ნავსადგურად გადაკეთების შესაძლებლობა ძალიან რთული იქნება. ფოთს უწევს მუდმივი მუშაობა და დანადგარების შეძენა, რომელსაც ექნება ქვიშის შემსრუტავი დანადგარი, რათა მუდმივ რეჟიმში წყლის სიღრმის დონე იყოს ისეთი, რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. ნაციონალური მოძრაობის დროს პორტის დირექტორი იყო თემურ მიმინოშვილი, როდესაც დიდი ამბავი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეიძინეს ასეთი გამწმენდი, თუმცაღა მაინც ვერ მიაღწიეს იმ პარამეტრებს, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. ეს პრობლემა სულ დგას.


ასე რომ, ფოთი ანაკლიის საპირწონე ვერ იქნება, მით უფრო, რომ ანაკლიის პორტს უკვე აქვს, სულ სხვა, კონსტიტუციით განსაზღვრული სტატუსი. გარდა ამისა, ანაკლია ითვალისწინებდა სპეციალურ ზონასაც, სადაც საზღვაო არბიტრაჟის თავისუფალი ინფრასტრუქტურული ქალაქი შეიქმნებოდა. ეს სამი კომპონენტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო ანაკლიასთან მიმართებით შეუცვლელია. ფოთში, უბრალოდ შეიძლება მოხდეს არსებული სიმძლავრეების ზრდა და ეს არ იქნება პრობლემა. კონტეინერების მეტი მოცულობა და მეტი ტვირთბრუნვა მხოლოდ მისასალმებელია”, – განაცხადა ჩარგეიშვილმა.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up