ფოთის პორტი ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის ნებართვას ითხოვს

ფოთის პორტი ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის ნებართვას ითხოვს

access_time2020-02-12 14:26:44

„ეიპიემ ტერმინალსმა“ ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, – ამის შესახებ „ფოთის პორტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


„2020 წლის 11 თებერვალს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.


როგორც „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით“, – აღნიშნულია „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი იმედს გამოთქვამს, რომ შეძლებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას.


„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.


1tv.ge





„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up