ფოთის პორტი ანაკლიის პროექტის შეფერხებას სტრატეგიულად ცდილობს

ფოთის პორტი ანაკლიის პროექტის შეფერხებას სტრატეგიულად ცდილობს

access_time2020-02-13 11:30:44

ანაკლიის პორტის პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერების შემდეგ, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” კიდევ ერთხელ შეიტანა განაცხადი ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მტკიცე განზრახვაა, ააშენონ ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში. ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა, მისცემს თუ არა ,,ეიპიემს” ანაკლიის ალტერნატიული პროექტის განვითარების საშუალებას.


“ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებით, კომპანიამ ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი. 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.


„მიწათსარგებლობის ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ კრისტენსენმა.


ეიპიემ ტერმინალს ფოთის განცხადება ნავსადგურის გაფართოების პროექტის შესახებ, სამინისტრომ გუშინ მიიღო და მისი განხილვა დაიწყო.


მინისტრის მოადგილე ინვესტორის კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.


“ეს განაცხადი განხილვის, შესწავლის პროცესშია. მე გუშინ გამომიგზავნეს. მათ შორის მიწის (მიწის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა) საკითხიც არის, ეს არის სამშენებლო ნებართვა და ცხადია, გულისხმობს მიწით სარგებლობასაც, მაგრამ შესწავლის პროცესშია და სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა და დასძინა, რომ ეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოხდება.



ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ,,რეზონანსთან” იმ რისკებზე საუბრობს, რაც შეიძლება ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებამ ანაკლიის პროექტს შეუქმნას. თუმცა, მიუხედავად ამისა, არასწორი იქნება ამის გამო ,,ეიპიემ ტერმინალს” უარი ეთქვას ინვესტირებაზე საკუთარი თანხით.


,,ფოთის პორტი ნამდვილად ვერ იქნება ანაკლიის საპირწონე. ჩვენ, უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლია ბევრად უფრო მასშტაბურია. არის მეორე მხარეც, სამართლებრივად პირდაპირ ადგე და აუკრძალო, უთხრა არ გააკეთოო, თუკი ამაში საკუთარ თანხებს და რესურსს დებს, ესეც გაუგებარი და არასწორია. სხვა საკითხია, რომ საერთო სახელმწიფოებრივი სტრატეგია ამით ზიანდება. გამომდინარე იქედან, რომ ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთება ფოთში, საგრძნობლად დააზიანებს მდგომარეობას.


ანაკლიის პროექტზე, ცოცხალი ადგილი აღარ დატოვეს, შესაბამისად, ძალიან ბუნდოვანია ამ პროექტის ბედი, რომელიც შეიძლებოდა ფოთის პორტისაგან განსხვავებით, გამხდარიყო შავი ზღვის უსაფრთხოების ერთ-ერთი ელემენტი. ის შეიძენდა პოლიტიკურ განზომილებასაც. რა თქმა უნდა, ფოთის პორტში ალტერნატიული აქტივობა, საგრძნობლად დააზარალებს ანაკლიას”, - აღნიშნა რეზონანსთან ხუხაშვილმა.


ის, რაც კონსტიტუციაში ასახა ოცნების” ხელისუფლებამ უკვე იქცა შორეულ ოცნებად, რადგან ანაკლიის პორტის აშენება, პოლიტიკური ნების პირობებშიც კი გართულდება. კონსორციუმთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, რთული წაროსადგენია ინვესტორი, რომელიც დიდ ინვესტიაც ჩადებს. სამართლის სფეროს სპეციალისტი, აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ანაკლიას თავისი განსაზღრული სტატუსი აქვს კონსტიტუციის დონეზე და ამას ვერაფერი ჩაანაცველბს. ფოთში, კი ურალოდ შეიძლება მოხდეს არსებული სიმძლავრეების ზრდა.


,,ფოთის პორტის, ღრმაწყლოვან ნავსადგურად გადაკეთების შესაძლებლობა ძალიან რთული იქნება. ფოთს უწევს მუდმივი მუშაობა და დანადგარების შეძენა, რომელსაც ექნება ქვიშის შემსრუტავი დანადგარი, რათა მუდმივ რეჟიმში წყლის სიღრმის დონე იყოს ისეთი, რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. ნაციონალური მოძრაობის დროს პორტის დირექტორი იყო თემურ მიმინოშვილი, როდესაც დიდი ამბავი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეიძინეს ასეთი გამწმენდი, თუმცაღა მაინც ვერ მიაღწიეს იმ პარამეტრებს, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. ეს პრობლემა სულ დგას.


ასე რომ, ფოთი ანაკლიის საპირწონე ვერ იქნება, მით უფრო, რომ ანაკლიის პორტს უკვე აქვს, სულ სხვა, კონსტიტუციით განსაზღვრული სტატუსი. გარდა ამისა, ანაკლია ითვალისწინებდა სპეციალურ ზონასაც, სადაც საზღვაო არბიტრაჟის თავისუფალი ინფრასტრუქტურული ქალაქი შეიქმნებოდა. ეს სამი კომპონენტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო ანაკლიასთან მიმართებით შეუცვლელია. ფოთში, უბრალოდ შეიძლება მოხდეს არსებული სიმძლავრეების ზრდა და ეს არ იქნება პრობლემა. კონტეინერების მეტი მოცულობა და მეტი ტვირთბრუნვა მხოლოდ მისასალმებელია”, - განუცხადა ,,რეზონანსს” ჩარგეიშვილმა.


ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. ამ დროისთვის მათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი ჰქონდათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.


მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, ეიპიემ ტერმინალსმა ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილი გააგზავნა და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვითი ნახაზები მიაწოდა.


მართალია შარშან მაისში სააგენტომ ნავსადგურის მფლობელ კომპანიას თანხმობა განუცხადა, მოგვიანებით, ეს ბრძანება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა.


გაზეთი  რეზონანსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up