ფოთის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი 2020 წლის ბოლოს სრული დატვირთვით იმუშავებს -  ექსკლუზიური ინტერვიუ „Pace Georgia“-ს გენერალურ დირექტორთან (რენდერები პირველად “კომერსანტზე“)

ფოთის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი 2020 წლის ბოლოს სრული დატვირთვით იმუშავებს - ექსკლუზიური ინტერვიუ „Pace Georgia“-ს გენერალურ დირექტორთან (რენდერები პირველად “კომერსანტზე“)

access_time2019-06-05 13:30:46

ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტს, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „Pace Georgia“ ახორციელებს, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მილიონი დოლარით  უკვე დაფინანსდა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ორი კვირის წინ ვაშინგტონში გაიმართა.

 

 

 კომერსანტი დაინტერესდა რა ეტაპზე ახლა სამშენებლო მოსამზადებელი პროცესები, როდის იგეგმება მშენებლობის დაწყება - დასრულება, ვინ იქნება პროექტის მთავარი ინვესტორი და რა რაოდენობის  ინვესტიცია იგეგმება.

 

 

 პეის ჯგუფში შემავალი კომპანია „Pace Georgia“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი თათეიშვილი კომერსანტთან ექსკლუზიურად საუბარში აცხადებს, რომ პროექტი ჯამში 120 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა. პირველი ფაზა 93 მლნ დოლარს მოიცავს. ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი 2020 წლის ბოლოს სრული დატვირთვით იმუშავებს.

 

 

 

„პროექტი ეკონომიკის სამინისტროსთანაა შეთანხმებულია. ტერიტორია, სადაც „პეის ჯგუფი“ საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, 25 ჰექტარს მოიცავს. ახლა ტენდერი ტარდება და ივლისის თვეში გაირკვევა კომპანია, რომელიც ტერმინალს ააშენებს. ვფიქრობთ, სექტემბერში აქტიური მშენებლობა დაიწყება. გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულია 18 თვე, რათა სამშენებლო ნაწილი მთლიანად დასრულდეს. ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი შესაძლებლობას იძლევა დამატებით 3 მლნ. ტონა ტვირთი იყოს მოზიდული, საუბარია აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში წარმოებულ ქიმიური მრეწველობის პროდუქტებზე. შემოსავალი, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს, არის დაახლოებით 60-70 მლნ დოლარი წელიწადში. ვთვლით, რომ პროექტს რეგიონის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მის ფარგლებში მოხდება საპორტე ინფრასტრუქტურის განვითარება,“- აცხადებს ირაკლი თათეიშვილი.

 

 

 „Pace Georgia“-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტვირთი ძირითადად იქნება იმ სახის რომელის მომსახურებასაც დღევანდელი საპორტე ინფრასტრუქტურა ვერ ახერხებს. მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ ბათუმის და ფოთის ფორტს სათანადო ინფრასტრუქტურა  არ აქვს.

 

 

 „ტერმინალი იმისთვის შენდება, რომ მოემსახუროს ისეთ ტვირთებს, როგორსაც საქართველოს ვერც ერთი პორტი ვერ იღებს. ტვირთების სახეობა შეიცვალა იმის გამო, რომ აზერბაიჯანსა და შუა აზიაში ისეთი ტიპის ქარხნები აშენდა, რომლებიც ძირითადად ქიმიური მრეწველობის პროდუქციას აწარმოებენ. საქართველოს პორტები კი ასეთი ტიპის ტვირთების მომსახურებაზე მორგებულები არ არიან. ჩვენს რეგიონში,არასდროს ყოფილა ამ სახეობის ტვირთები, შესაბამისად, მოთხოვნაც ასეთი სახის ინფრასტრუქტურაზე არსებულ პორტებს არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ ვაშენებთ ამ ტერმინალს, რათა მთლიანად იყოს თანამედროვე ტექნოლოგიით გამართული. ეს იქნება შესაძლებლობა იმისთვის, რომ იქნეს ათვისებული იმ ტვირთების მოცულობა, რომელიც შუა აზიაში და აზერბაიჯანში ახალი ქარხნების გაშვებით გამოვიდა ბაზარზე“,-  განმარტავს ირაკლი თათეიშვილი.


 

 

 „Pace Georgia“ -ს გენერალური დირექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, როდესაც ტერმინალი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას, ადგილზე 200 ადამიანი დასაქმდება.


 

 

 

ირაკლი თათეიშვილი იმ საერთაშორისო კომპანიებს ასახელებს რომელთანაც „Pace Georgia“ თანამშრომლობას გეგმავს.

 

 

„წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს არის დიდი თრეიდერული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ ტერმინალის გავლით აწარმოონ თავიანთი პროდუქციის ტრანსპორტირება მსოფლიო ბაზრებზე. ძირითადად  ეს არის glencore, Oxbow, Dreymoor, ეს – , თუმცა ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სხვა კომპანიასთან   რომელსაც სურვილი ექნება ისარგებლოს ჩვენი ტერმინალის მომსახურებით  “, - აცხადებს ირაკლი თათეიშვილი.

 

 

 

როგორც ექსპერტები ამბობენ საქართველო დამოუკიდებლად ვერ სთავაზობს კომპანიებს კონკურენტულ პირობებს და აუცილებელია მოხდეს გამჭოლი ტარიფების შეჯერება აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. კომერსანტის კითხვაზე მუშაობს თუ არა „Pace Georgia“ გამჭოლი ტარიფების ჩამოყალიბებაზე,  ირაკლი თათეიშვილი გვპასუხობს.

 

 

 „ამ თემაზე ვმუშაობთ, არა მარტო ჩვენ არამედ საქართველოს რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, ასევე კასპიის საზღვაო კომპანია, ჩართულია ყაზახეთის და უკრაინის რკინიგზები. გამჭოლი ტარიფების შემუშავებაზე მუდმივმოქმედი კომისიაა შექმნილი და ეს მუშაობა მუდმივ რეჟიმში მოქმედებს.ტერმინალის ერთ-ერთი მიზანია მოიზიდოს ის ტვირთები, რომელიც დღეს დღეობით ჩვენს დერეფანს გვერდს უვლის იმის გამო, რომ არ არსებობს ინფრასტრუქტურა და არ არის კონკურენტუნარიანი ტარიფები. ორივე მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ.ეს იქნება კონკურენტუნარიანი ტარიფები შავი ზღვის აუზში არსებულ ტერმინალებთან მიმართებაში“, - განმარტავს ირაკლი თათეიშვილი.


 

 


ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 100 000 ტონით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.ამასთან, საზღვაო ნავსადგურებმა 2.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს. ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს საკონტეინერო ტვირთბრუნვაც.  ქართულმა პორტებმა ორ თვეში 76 183 TEU კონტეინერი მიიღეს, წლიური ზრდა 16 პროცენტია.

 

 

 ტვირთბრუნვა გაიზარდა, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გადაზიდვებში. რკინიგზამ 1.6 მლნ ტონა ტვირთი გაატარა, ზრდა 0.1 მილიონია. ამდენივეა ზრდა საავტომობილო ტვირთებში – ამ გზით, 4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.ბოლო წლებში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვას კლების ტენდენცია ჰქონდა.

 

 ბაჩო ადამია





გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან
access_time2019-06-20 20:58:56
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას. აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და...


მსგავსი სიახლეები

up