ფოთის ფეხბურთის მოედნის ნახევრად აშენებას 2.8 მილიონი და 6 წელი დასჭირდა

ფოთის ფეხბურთის მოედნის ნახევრად აშენებას 2.8 მილიონი და 6 წელი დასჭირდა

access_time2019-08-30 12:00:14

ექვსი წელია ფოთში ფეხბურთის მოედანი შენდება. დაიხარჯა 2.8 მლნ ლარი. მშენებელი კომპანია სამჯერ გამოიცვალა და მოედანი ბოლომდე მაინც ვერ აშენდა. ადგილობრივი მთავრობა ამ პროექტის გამო პირველ ორ კომპანიას სასამართლოში ედავება და მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“ წერს.

 

მესამე კომპანია კი, რომელმაც საპორექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა, ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ელიტა ბურჯია.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს, რომ ფოთის მერიამ „ელიტა ბურჯს“ 1.75 მილიონი სამუშაოების დაწყებამდე, ავანსის სახით, დაუსაბუთებლად გადაურიცხა.

 

2013 წელს, ფოთის ფეხბურთის 100 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, ფოთის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირობა დადო, რომ ფეხბურთელებს 21-ე საუკუნის შესაფერისი სტადიონი ექნებოდათ. „მთავრობას ვთხოვე სტადიონისთვის თანხის გამოყოფა. როცა ფინანსთა მინისტრი გვსტუმრობდა, ჩვენ დავამტკიცეთ ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, გამოიყოფა 2,5 მილიონი ლარი და მალე “კოლხეთს” კოხტა სტადიონი ექნება. 21-ე საუკუნეში თამაშები შესაფერის არენებზე უნდა იმართებოდეს,”- ამბობდა ბესელია მაშინ.

 

ადგილობრივმა მთავრობამ მაჟორიტარის სიტყვების რეალობად ქცევა დააპირა და მოედნის პროექტი შპს „საუკისგან“ 110 ათას ლარად შეიძინა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია უხარისხო იყო. წესით, ეს დოკუმენტები უხარისხო არ უნდა ყოფილიყო, რადგან მერიამ მისი შემოწმებისთვის შპს „ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზას“ 3.4 ათასი ლარი გადაუხადა.

 

შპს „საუკსა“ და შპს „ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზას“ ერთი ადამიანი, ზურაბ ჩოჩია ფლობს. ალბათ, კითხვაც აღარ უნდა, რატომ აღმოჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია უხარისხო.


პროექტის შესყიდვის შემდეგ ფოთის მერიამ მშენებლობის დაწყება განიზრახა. პირველი ტენდერი 2013 წელს შპს „ნიუ ქონსთრაქშენმა“ მერიამ კომპანიას სამუშაოების დაწყებამდე, ავანსის სახით, ნახევარი მილიონი ლარი მისცა. პროექტის საერთო ღირებულება კი 2.3 მილიონი იყო.

 

„აი ფაქტის“ ინფორმაციით, სამ თვეში მერიამ „ნიუ ქონსთრაქშენს“ არაკეთილსინდისიერი საქმიანობისა და ვადების გადაცილებისთვის კონტრაქტი შეუწყვიტა. მთავრობა ახლა კომპანიისგან ავანსის სახით მიცემული თანხის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს.

 

2014 წელს მერიამ მომდევნო ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე მოედნის მშენებლობა შპს „ხიდს“ დაევალა. მერიამ ამ კომპანიასაც ავანსის სახით 700 ათასი ლარი მისცა.

 


ფოთის მერიას ისევ არ გაუმართლა, ეს კომპანიაც ვადებს აჭიანურებდა და ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მისი დამფუძნებელი თაღლითობისთვის დააკავა. გამოძიება მას ფოთის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავებოდა.

 

სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თან იმ პირობით, რომ ფულს მერიას დაუბრუნებდა. ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ დღემდე კომპანიას ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია.

 

შპს „ხიდს“ გასულ წლებში, ხელისუფლების დაკვეთით, ასობით ობიექტის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქვს შესრულებული. მათ შორის, 2000-2003 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ პროექტებს აშენებდა, 2004 წლიდან კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთებს ასრულებს. 2008 წელს ბათუმის საერთაშორისო ნავსადგურის რეკონსტრუქციაშიც მონაწილეობდა.

 

კომპანია პასუხისმგებლობით რომ არ გამოირჩევა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებაც მოწმობს. 2015 წელს დედაქალაქის მთავრობამ შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეტანა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსთხოვა.

 

ბოლოს ფოთის ფეხბურთის მოედანს შპს “ელიტა ბურჯი” აშენებდა. სამუშაოების ღირებულება 1.9 მილიონი ლარი იყო. აქედან 1.75 მილიონი ლარი მერიამ წინსწრებით გადაურიცხა, მაშინ, როცა შესრულებული სამუშაოს ჩაბარების მერე უნდა აენაზღაურებინა კომპანიისთვის.

 

შპს „ელიტა ბურჯი“ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიაა. 2012 წლის შემოდგომაზე მას სააკაშვილის მთავრობამ ანგარიშები დაუყადაღა.

 

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვასილ თოდუას თქმით, „ელიტა ბურჯმა“ პირველი ეტაპით ნაკისრი ვალდებულები შეასრულა და დასავლეთის ტრიბუნა ააშენა. დანარჩენი სამი ტრიბუნის მშენებლობაზე კი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს და ადგილობრივ მმართველობას ამასთან შეხება აღარ ექნება. კიდევ რამდენი მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე, ან როდის დასრულდება მოედნის მშენებლობა ბოლომდე, მერიისთვისაც უცნობია.

 

დღეს მოედნის მხოლოდ ერთი ტრიბუნაა აშენებული. თუმცა, ფეხბურთელები იქ მაინც ვერ შედიან, რადგან არც აღჭურვილობაა შეტანილი, არც ინფრასტრუქტურაა გამართული. ფეხბურთელებს კი მოედნის გამოსაყენებლად, მისი ინვენტარით აღჭურვა სჭირდებათ.

ფოთის საფეხბურთო კლუბის, „კოლხეთი 1913“ დღემდე, უკვე თითქმის ხუთი წელია, ფოთის რაგბის მოედანზე ვარჯიშობს. თამაშებს კი ზესტაფონის მოედანზე ატარებს.

 

კლუბის პრესსამსხურის უფროსი, გია ეჯიბია ამბობს, რომ სხვა მოედნებს ქირაობენ, რაც გუნდს ფინანსურად აზარალებს. ფეხბურთელებს დაპირდნენ, რომ ახალ მოედანზე ვარჯიშს სექტემბრიდან შეძლებდნენ. მაგრამ ახლა ეჭვობენ, რომ ვერც სექტემბრამდე მოესწრება გარკვეული ხარვეზების ბოლომდე გასწორება და მისი ინვენტარით აღჭურვა.

 

ფოთის მერიაში კი დღემდე სჯერათ, რომ მათი ოცნება ახდება და ერთ დღეს ქალაქს 21-ე საუკუნის შესაფერისი მოედანი ექნება.




აი ფაქტი



 

 

 





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up