ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროცესს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან ბექა გუგუშვილთან ერთად გაეცნო.
ფოთის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები შენდება, დაგეგმილია სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
imedinews.ge