ახალი დეტალები “ფორსაჟის“ სცენარიდან - რისთვის ამზადებენ  რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სართულს

ახალი დეტალები “ფორსაჟის“ სცენარიდან - რისთვის ამზადებენ რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სართულს

access_time2019-08-22 18:00:27

“კომერსანტისთვის“  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჰოლივუდური ბლოკბასტერის ორი ეპიზოდის შესახებ ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ექსკლუზიური ინფორმაცია  — ის, რომ  ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა და მეორე  — ფილმის გადაღების დროს, მანქანა სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდებოდა.


“კომერსანტის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება. ამჯერად საუბარია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.




“კომერსანტი“ ადგილზე შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას.  გაირკვა, რომ უნივერსიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები მართლაც  მიმდინარეობს და ის სავარუდოდ “ფორსაჟის“ გადაღებებს უკავშირდება. შემოსაზღვრულია იმ ფასადის ნაწილიც,  სადაც მანქანა უნდა შევარდეს. ასევე შენობაში დამონტაჟებულია გადაღებებისთვის საჭირო განათებები.





 


როგორც ცნობილია, არსებობდა ვერსია, რომ მანქანის შევარდნის სცენა სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია “პოლ & შარკში უნდა მომხდარიყო. თუმცა, წყარის ინფორმაციით,  კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო  Universal Pictures-მა  საბოლოოდ გადაღების ლოკაცია შეცვალა და რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა. 


თუმცა, ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ ერთ მაღაზიაში ავტომობილით შევარდნის სცენა ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია, კონკრეტულად რომელ სავაჭრო ობიექტში, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ფილმის გადამღებ ჯგუფთან დადებული გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო, დეტალებზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს.



შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე ჰოლივუდის ფილმის გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.


„ფორსაჟი 9“ის გადაღება თბილისში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. Universal Pictures-ი საქართველოში 10 წუთიან მონაკვეთს გადაიღებს.


ბაჩო ადამია

თეგები:
ფორსაჟი 9



არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up