„ფორსაჟი 9“–ის ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზეტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“–ის ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზეტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

access_time2019-09-08 20:50:02

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).



შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.



შესაბამისად, 9 სექტემბრის 11:00-დან 20:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების - თხინვალასა და ლისიდან,როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.




ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „დელისი“ განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ.



10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე კი, ნუცუბიძის ფერდობზე გადაღებები კვლავ დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე გავრცელდება.



თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





თეგები:
„ფორსაჟი 9“



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up