„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

access_time2019-08-19 15:55:25

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო. 


გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს.


ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში.


 


ის, რომ ფილმის გადაღების პროცესში სსსტც  “დელტა“ ჩართულია, ამას მათი განცხადებაც ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების დასახლებისგან ამ ეტაპზე გადამღებ ჯგუფთან დადებული კონტრაქტიდან გამომდინარე, თავს იკავებენ.


„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში გადაიღებენ ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერს, კერძოდ, ფორსაჟის მეცხრე სერიას. ამის შესახებ საზოგადოებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განუცხადა. მან სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ხელშეწყობისა და დახმარებისთვის დელტას მადლობა გადაუხადა.



ამ ფილმის გადაღება როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ცენტრი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში.


დელტა მოკლებულია დეტალებზე საუბრის შესაძლებლობას, თუმცა იგი მაქსიმალურად უწყობს ხელს მის განხორციელებას და შესაძლებლობის ფარგლებში სიახლეების თაობაზეც გაცნობებთ“,- ნათქვამი განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის.


ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.


მანქანის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა მძიმე შეიარაღების ოპერატორი.


მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება.  მოდიფიცირებული და გაძლიერებულია სავალი ნაწილი სხვადასხვა რელიეფზე.


 

შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.


კორპუსის უკანა ნაწილი წარმოადგენს მოდულურ ნაკვეთურს რომელზეც მანქანის მოდიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების მოდულის მიბმა, როგორებიცაა ავტომატიზირებული ნაღმმტყორცნის მოდული, სადაზვერვო მოდული, ტანკსაწინააღმდეგო მოდული, საზენიტო მოდული, რადიოქიმიური დაზვერვის მოდული და სხვა.


ბაჩო ადამია

 





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up