კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

access_time2019-08-21 17:30:38

უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა.


ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით:


აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. ბეთანიის გაზე მომხდარი ავარია საქართველოში გადაღებულ 10 წუთიან მონაკვეთის ერთადერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ იქნება.


26 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.


როგორც “კომერსანტისთვის“  გახდა ცნობილი, ამ დროს გადაიღებენ ფილმის იმ მონაკვეთს, როდესაც  მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდება.



ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ  Universal Pictures-ი ამ სცენაში ობიექტების მფლობელ კომპანიებს, სადაც მანქანა შევარდება,  სოლიდურ თანხას გადაუხდის.


“კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია კონკრეტულად რომელ სავაჭრო ობიექტზეა საუბარი.



ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი, პოლ & შარკი   სავარაუდოთ, ეს იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მაღაზიებიც რუსთაველის გამზირზე მდებარებს. ამ  4 ბრენდს საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენლი ჰყავს - შპს ვიქტორია-98.



კომერსანტის ინფორმაციით, მაღაზია, სადაც ძვირადღირებული, ბრენდული მაქნანა უნდა შევარდეს “პოლ & შარკია“. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განგვიცხადა, ფილმის გადამღებ ჯგუფს “პოლ & შარკთან“ დაკავშირებით  არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონიათ.


როგორც ცნობილია, Universal Pictures-ი ფილმის დეტალების გაუთქმელობასთან დაკავშირებით პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს. 



შეგახსენებთ, რომ „ფორსაჟი 9“ის გადაღება 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.


ბაჩო ადამია





კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა

კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა
access_time2021-06-12 20:14:04
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ. როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...


მსგავსი სიახლეები

up