გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას" მენეჯმენტმა გაფიცული 30-მდე ოპერატორი სამსახურიდან დაითხოვა. ოპერატორები ტელეკომპანიის ეზოში არიან შეკრებილები და პროტესტს აგრძელებენ. ინფორმაციას „მაუწყებელი“ ავრცლებს.
ოპერატორები ხელმძღვანელების მხრიდან ღირსების შემლახავ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ისინი მოითხოვენ: ბოდიშის მოხდას კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსების შემლახავი დამოკიდებულების გამო; სამსახურში აღდგენას; ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო გარემოს.
ფოტო: „მაუწყებელი“