„ფორმულას“ გენერალური დირექტორი - ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ - ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო ტელევიზიამ მაუწყებლობა და იმ დღესვე გამომძიებლისგან ზარი განხორციელდა

„ფორმულას“ გენერალური დირექტორი - ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ - ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო ტელევიზიამ მაუწყებლობა და იმ დღესვე გამომძიებლისგან ზარი განხორციელდა

access_time2019-10-02 14:55:59

,,ჩემს გარეშე თუ ჩემთან ერთად ეს კომპანია შედგება და იქნება წარმატებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ მთავარ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.


გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასვლა და მისი დაბარება დროში ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.


„ჩემი დაბარება უკავშირდება ინტერმედიის საქმეს, რომელიც იცით, რომ რამდენიმე თვეა პროკურატურაშია, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას. სავარაუდოდ, ჩემი გამოკითხვაც უკავშირდება „ინტერმედიას“ . იმ პერიოდში ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კომპანიის. რაც შეეხება ბრალს, ეს ბრალი არის აბსურდული. საერთოდ გაუგებარია ამხელა რესურსი რატომ იხარჯება ასეთი ტიპის „ქეისის“ გამოძიებაში. მე ჯერ არ მინდა დეტალებზე საუბარი, თუმცა ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო „ფორმულამ“ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ფორმულა“ დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს აქვს მედიაბაზარს, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას, ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს, ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში.


ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ როგორც კი მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანიამ იმ დღესვე არხის გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველდოთ. ფორმულა იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო არხი, გვექნება ძალიან კარგი ნიუსის გადაცემა, გვექნება პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი კონტენტი. ეს იდეა დგას ერთ ადამიანზე უფრო მაღლა, ეს იდეა დგას ჩემზე უფრო მაღლა. ეს არის პლატფორმა, რომელშიც ადამიანები გაერთიანებულები არიან ღირებულებების მიხედვით, - განაცხადა გუმბარიძემ.



„ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა კატეგორიულად გამორიცხა მისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობა.


ყველა კითხვაზე, რაზეც მაქვს ინფორმაცია, ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, დღესაც ყველა სხვა შემთხვევაშიც. მე ვარ ზურაბ იაშვილის პროცესზე ნამყოფი, რომელიც იყო ჩვეულებრივი ფარსი, გაუგებარია, საერთოდ რატომ ედვებიან მას. ასევე ბუნებრივია, ვუყურე ნიკა გვარამიას პროცესსაც, თუ მე რაიმე ინფორმაცია მაქვს ყველა კითხვას ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემა. ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ, - აცხადებს ზურაბ გუმბარიძე.



IPN






„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...


მსგავსი სიახლეები

up