Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

access_time2021-03-02 19:00:23

უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც მას რუსეთთან ბრძოლა კვლავაც უწევს.


ის, რომ უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს, წესით ბაიდენის ადმინისტრაციას ძალიან უნდა აწუხებდეს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადი გახდება, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის და ისევ რუსეთს დაუბრუნდება. პირიქით, თუ უკრაინა აყვავებული დემოკრატიული ქვეყანა იქნება, მოსკოვის გავლენაც ბუნებრივად შემცირდება.


კიევი საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე ახალ და ახალ ვალებს იღებს, მათ მომსახურეობაში ძალიან მაღალ პროცენტებს იხდის და რეფორმების ბლოკირების პირობებში, ვალებთან დაკავშირებული რისკები იზრდება.


2020 წლის ივნისში კიევმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარების პარამეტრები შეათანხმებს, თუმცა, ქვეყანამ დაპირებული დახმარება ვერ მიიღო, ფონდი კიევისგან სასამართლო რეფორმას, ბანკების დამოუკიდებლობას და ანტიკორუფციულ რეფორმებს ელოდება.


ჯერ კიდევ 2016 წელს სსფ-ს დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა კიევი ძალიან მკაცრად გააფრთხილა, რომ ქვეყანა შეთანხმებულ 40 მლრდ. დოლარს კორუფციასთან სერიოზული ბრძოლის დაწყების გარეშე ვერ მიიღებს.



ვალების პრობლემა კი სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება, მან მშპ-ს 65,4%-ს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბერში უწყებამ 4 მლრდ. დოლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. პროცენტები ძალიან მაღალია, წელიწადში 10-12%, რაც ინვესტორებისთვის ძალზე მიმზიდველია, თუმცა, უკრაინის ეკონომიკისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს.


2021 წლის პირველ ნახევარში მთავრობას 11 მლრდ. დოლარის, ანუ მშპ-ს 7%-ს, ხოლო მე-2-ში - კიდევ 10 მლრდ. დოლარის გასტუმრება მოუწევს. ვითარება კიდევ უფრო რთულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვალების ნაწილს წარმოადგენენ ეკონომიკის ზრდასთან მიბმული ფასიანი ქაღალდები, როდესაც ეკონომიკა იზრდება მასთან ერთად პროცენტებიც იზრდება.


ეს ძალიან მომგებიანია ინვესტორებისთვის, თუმცა, უკრაინის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს.


ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას არ აპირებს. შესაბამისად, სსფ დაფინანსებაზე საბოლოოდ უარს იტყვის. ამ ეტაპზე ზელენსკი სხვადასხვა ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის ლავირებას ცდილობს, რაც ქვეყნის წინსვლას მნიშვნელოვნად აფეხებს და ამავე დროს ხელისუფლების რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. გამოკითხვების თანახმად, პირადად პრეზიდენტმაც და მმართველმა პარტიამ მხარდამჭერთა ნახევარი დაკარგეს. ამ პირობებში რადიკალური და მტკივნეული რეფორმების ჩატარება ბევრად უფრო რთული იქნება.


უკრაინის ბიზნეს-ასოციაციის კვლევის თანახმად, თუ კიევი სსფ-სთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ეს ინვესტორებზე ნეგატიურად აისახება. მოჯადოებული წრიდან გასაღწევად, უკრაინამ ანტიკორუფციული რეფორმები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.


ვალების შემცირებისთვის მთავრობამ მშპ-ს ზრდასთან მიბმული ობლიგაციები უნდა გამოისყიდოს, რისთვისაც მას 30 მლრდ. დოლარი დასჭირდება. ეს დიდი თანხაა, თუმცა, ის მაინც ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე უკიდურესად მაღალი პროცენტების გასტუმრება.  


სავარაუდოდ, არაფერი მოხდება, ზელენსკის ადმინისტრაციაში კადრების გადინება ძალიან მაღალია - 1,5 წლის მანძილზე მხოლოდ ფინანსთა მინისტრი 3-ჯე შეიცვალა, შესაბამისად, რეფორმებისთვის არავის სცალია.


თუ უკრაინა ვალების დაგროვებას განაგრძობს, დეფოლტი სრულიად რეალური პერსპექტივა გახდება, ეს კი საინვესტიციო კლიმატისთვის კატასტროფა იქნება. ბევრ ინვესტორს უკვე დღეს უკრაინიდან კაპიტალი გააქვს და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა ბოლოს და ბოლოს რეფორმების რეალიზებას არ დაიწყებენ.


foreignpolicy.com

მოამზადა თენგიზ აბლოთია

თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up