Foreign Policy: უკრაინა ცდილობს კრიპტოვალუტების ცენტრი გახდეს

Foreign Policy: უკრაინა ცდილობს კრიპტოვალუტების ცენტრი გახდეს

access_time2021-06-05 18:00:17

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ღარიბი ქვეყანა სუსტი ეკონომიკით, რომელსაც ექსპორტზე ძირითადად ნედლეული და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გააქვს - რითი უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები?

 

უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მას ამ შეკითხვაზე პასუხი აქვს - ის ფსონს კრიპტოვალუტეზე აკეთებს და ცდილობს ქვეყანა ვირტუალური ფულის წარმოების და ვაჭრობის ცენტრად აქციოს.

 

სულ მალე კრიპტოფერმა ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან გაჩნდება. პროექტი 700 მლნ. დოლარის ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. ადგილმდებარეობა კრიპტოვალუტების მოპოვების კუთხით მართლაც იდეალური - არც თუ ისე ბევრია მსოფლიოში კრიპტოფერმა, რომელიც ენერგოგიგანტთან გვერდით მუშაობს და მის მიერ გამომუშავებულ ენერგიას შეღავათიან ფასში იღებს.

 

კიდევ ერთი ფერმა ქალაქ როვნოში მდებარე ატომურ ელექტროსადგურთან შენდება. ორივე პროექტში მსხვილი უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ.

 

2020 წლის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს წაახალისებს - პირველ რიგში დაბალი გადასახადებით. კერძოდ, მოგების გადასახადი 5% იქნება,  ხოლო ფიზიკურ პირებზე საშემოსავლო 5% -ია. გარდა ამისა მაინერები დღგ-ს გადასახადისგანაც გათავისუფლდებიან.

 

მთავრობის მონაცემებით, დღეს უკრაინაში კრიპტოვალუტების დარგში 100-ზე მეტი კომპანია მუშაობს, ქვეყნიდან 2019-2020 წლებში გატანილია 8,2 მლრდ. დოლარის კრიპტოვალუტები, შესაბამისად, ქვეყანაში 8 მლრდ. დოლარი შემოვიდა.

 


და ეს იმ პირობებში, როდესაც ხსენებული კანონო მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული - ექსპერტების შეფასებით, როდესაც ის სრულად ამოქმედდება, კრიპტოვალუტაზე მომუშავე კომპანიების რაოდენობა უკრაინაში 2000-მდე გაიზრდება.

 

მარგამ ყველაფერი ასე მარტივად არაა - კრიპტოვალუტები ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი კორუფციის და ჩრდილოვანი ეკონომიკის კუთხით რთულ ბიზნესად ითვლება. ეს მით უმეტეს პრობლემური საკითხია უკრაინისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობის“ რეიტინგში 117-ე ადგილზეა.

 

კიევი უკვე წლების მანძილზე აცხადებს, რომ კორუფციის დამარცხებას ცდილობს, თუმცა რეალური და ხელშესახები წინსვლა არ ჩანს - ამას დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

 

წარმოიდგინეთ ეკონომიკის სექტორი, რომელშიც უამრავი ჩრდილოვანი ოპერაცია სრულდება, რომლის გაკონტროლება და რეგულირება ძალიან რთულია, ამას დაუმატეთ მაღალი კორუფცია.

 

თუ თქვენი ქვეყანა კორუფციითაა განთქმული, კრიპტოინდუსტრიამ იქ შესაძლოა ფულის გათეთრება დაიწყოს. თუ თქვენ ვერ ამარცხებთ კორუფციას დღეს, როგორ დაამარცხებთ მას ხვალ, როდესაც უკვე არსებულ სირთულეებს კიდევ კრიპტოვალუტა დაემატება?

 

უკრაინის ხელისუფლება ამ რისკს აცნობიერებს და აცხადებს, რომ კრიმინალი ჩვეულებრივ ფულსაც იყენებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მსოფლიომ ფულზე უარი უნდა თქვას.

 

ეს პრობლემა უკვე დღესაც ჩანს  - შვედეთის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკრაინულ კომპანია Milton Group-ის წიანაამღდეგ, რომელსაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით თაღლითობა ბრალდება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ეს საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე პროგრესი ამ კუთხით არ ჩანს.

 

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა მათ საკუთრებაში მყოფი 46 351 ბიტკოინი დაადეკლარირეს - დღევანდელი კურსით ეს 1,7 მლრდ, დოლარი – საოცარი თანხა ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის საშუალო შემოსავალი თვეში 450 დოლარია.

 

 

წყარო: foreignpolicy.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up