Foreign Policy: OPEC-ის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?

Foreign Policy: OPEC-ის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?

access_time2020-11-25 20:00:32

სექტემბერში საერთაშორისო სანავთობო კარტელს 60 წელი შეუსრულდა. თავის ისტორიაში იუბილეს ორგანიზაცია  კრიტიკულ ეტაპში აღნიშნავს.

 

გაერთიანების გავლენა სანავთობო ფასებზე ზოგჯერ დიდი იყო, ზოგჯერ კი მცირე, თუმცა აქამდე, თავად მისი არსებობა კი ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. ეს კორონავირუსის პანდემიის დროს მოხდა.

 

1960-1980 წლებში OPEC ყველაფერთან ერთად გეოპოლიტიკურ ფუნქციას ასრულებდა. ორგანიზაცია ყოფილმა კოლონიებმა შექმნეს, ისეთებმა როგორებიც არიან ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. პირველ ეტაპზე მათი მიზანი მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების გავლენისგან განთავისუფლება იყო.

 

მოგვიანებით, როდესაც დასავლეთის ეკონომიკებმა სწრაფი ზრდა დაიწყეს და საკუთარი ენერგომატარებლები უკვე არ ჰყოფნიდათ, კარტელის გავლენა მკვეთრად გაიზარდა.

 

1980-2000 წლებში OPEC-მა ანტიიმპერიული ფუნქცია განზე გადადო და ფასების რეგულირებას შეუდგა. ამ პერიოდში ის როგორც ტიპური კარტელი ისე იქცეოდა - ნავთობმოპოვებას ხან ზრდიდა, ხან ამცირებდა, ეს კი, შესაბამისად, ფასებზე აისახებოდა.

 

OPEC-ის უპირობო ლიდერი საუდის არაბეთი იყო, სწორედ მან ჩამოაყალიბა ნავთობინდუსტრიის მთავარი პრინციპი, ფასი არც ზედმეტად დაბალი  და არც გადაჭარბებულად მაღალი არ უნდა ყოფილიყო . პირველ შემთხვევაში მწარმოებელი ქვეყნების ზარალდებოდნენ, მეორეში კი მოთხოვნა ვარდებოდა.

 

თუმცა, ეს ყველაფერი თეორიად დარჩა, შიდა კონკურენცია OPEC-ის ეფექტურობას მკვეთრად ასუსტებდა.

 


2000-იან წლებში ნავთობმოპოვების ოქროს ხანა დადგა, როდესაც OPEC-ს ფასების ზრდისთვის არაფრის კეთება არ უწევდა. ჩინეთის ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე იმდენად გაზარდა, რომ ნავთობის ღირებულებამ, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მაგალითად, 2008 წელს  ერთ-ერთი ეტალონური ნავთობი - დასავლეთ-ტეხასური  WTI-ს 1 ბარელი 150 დოლარი ღირდა.

 

სანამ ფასები ბუნებრივად იზრდებოდა კარტელი პროცესებში თითქმის არ ერეოდა, თუმცა 2014 წელს ფიქალის რევოლუცია დაიწყო და OPEC-ს სიმშვიდე დაიმსხვრა. იმ დროიდან ორგანიზაცია ახალ როლს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.

 

2016 წელს გაერთიანების გარეთ მყოფი მომპოვებლების გაძლიერებასთან ერთად, კარტელს თავისთვის არაკომფორტული ალიანსის  OPEC+- ს შექმნა მოუწია, სადაც რუსეთი და სხვა მსხვილი მომპოვებელი ქვეყნები შევიდნენ. მათი მიზანი ამერიკული ექსპანსიის წინაამღდეგ ბრძოლაა, მაგრამ პანდემიამ ცხადყო, რომ ეს ალიანსი ძალიან არამყარია.

 

როგორ შეიძლება ორგანიზაცია მყარი იყოს მაშინ, როდესაც მასში ის პირდაპირი კონკურენტები შედიან, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ერთმანეთს ებრძოდნენ. მაგალითად, რუსეთი და საუდის არაბეთი?

 

ყველა უთანხმოება, რომელიც ადრე კულუარებში რჩებოდა, პანდემიის დროს გარეთ გამოვიდა. OPEC+-მა რუსეთს და საუდის არაბეთს შორის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია,  რის შემდეგ ნავთობის ფასმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და გარკვეული დროის მანძილზე შავი ოქრო წამგებიანიც კი გახდა. 2-თვიანი ნერვების ომის შემდეგ, სრული კატასტროფის თავიდან არიდების მიზნით, მოსკოვს და ერ-რიადს ამბიციების მოთოკვა მოუწიათ და საბოლოოდ კარტელმა გლობალური ნავთობმოპოვების 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ეს შეთანხმება ცხადყოფს, რამდენად დასუსტებულია OPEC, რომელსაც კრიტიკულ ვითარებაშიც კი 2-თვიანი ომი დასჭირდა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. ორგანიზაცია, რომელის მთავარი მისია სწორედ კრიზისების დარეგულირებაა, რეალურად ამას თითქმის ვერ აკეთებს.

 

მომავალ წლებში ნავთობმოპოვების დარგში კრიზისი გაღრმავდება - ალტერნატიული ენერგეტიკის სულ უფრო სწრაფი ზრდა ნავთობზე მოთხოვნას კიდევ უფრო შეამცირებს. შტატები, ევროპა, ჩინეთი - მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მოთამაშეები, ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.

 

ამ ვითარებაში მოპოვების რეგულირებას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ამ კუთხით დღეს OPEC, ისევე, როგორ გაფართოებული OPEC+  ისეთი არაეფექტურია, როგორც არასდროს. მასში შემავალი ყველა ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, ალიანსის მიღმა დარჩენილი მსხვილი მოთამაშეები კი როგორც შტატები, მოპოვების შემცირებას ხშირ შემთხვევაში არ უერთდებიან და განთავისუფლებულ ბაზრებზე მოურიდებლად შედიან.

 

დღეს OPEC კვლავ ძალიან სუსტი და არამდგრადი ორგანიზაცია რჩება, და მე-60 წლისთავს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე გაურკვეველ მდგომარეობაში ხვდება. მისი წევრები და მოკავშირეები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოწინაამღდეგეები არიან. მათ შორის დიდი ნაწილი ნავთობის ფასებზე სასიცოცხლოდაა დამოკიდებული, რაც ინტერესთა კონფლიქტისთვის კარგ ნიადაგს ქმნის.

 

პანდემიამ ყველა პრობლემა ერთბაშად გამოაააშკარავა, თუმცა, სწორედ პანდემია OPEC-ს ყველაფრის ნოლიდან დაწყების საშუალებას აძლევს.


წყარო: Foreign Policy

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Foreign Policy



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up