„ფორბსმა“ ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

„ფორბსმა“ ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

access_time2021-08-04 12:00:00

„ფორბს ესპანეთი“ შვიდ შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც „კოვიდ-19“-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.



„ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეების შესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან“, – აღნიშნულია სტატიაში.



„ფორბსის“ ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი პისიარტესტი.




სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს „კოვიდ-19“-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა – საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა.



1tv.ge



თეგები:
ვარძია



ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up