ფორბსი - აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა წაახალისოს

ფორბსი - აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა წაახალისოს

access_time2020-03-06 21:05:34

„რატომ მოუნდა უცებ ყველას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება?“ - ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა „ფორბსი“ სტატიას, სადაც გაანალიზებულია აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მთავარი ფაქტორები და პერსპექტივები.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ასევე საუბარია აშშ - ის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების - კონსერვატიული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის წარმომადგენლების - ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის, აგრეთვე ყოფილი კონგრესმენის ფლორიდის შტატიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრიბუნალის ყოფილის თავმჯდომარის ჯეიმს ბაქუსის მხრიდან საქართველოსთან აშშ - ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერაზე.


სტატიის თანახმად, ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის მოსაზრება ეფუძნება Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო და ლუქსემბურგი ერთ პოზიციაზე არიან, ხოლო 2019 წელს ინდექსში საქართველოს ადგილი ლუქსემბურგის პოზიციაზე 1 პუნქტით უკეთესიც კი იყო. „ფორბსში“ თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია მომსახურების სექტორი, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი მრეწველობა.

სტატიის თანახმად, საქართველოს მაღალი პოზიცია აქვს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა. სტატიაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებულია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან.


„6 წლის წინ, საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ნიშნავს ტვირთების თავისუფალ გადაზიდვას და მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთთან. დაახლოებით 8 წელია, რაც Heritage Foundation-ი აქტიურად უჭერს მხარს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, ასახელებს რა მსგავს შეთანხმებას ჩინეთთან, როგორც ამისთვის კიდევ ერთ საკმარის მიზეზს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია PwC-ის 2018 წლის მაისის კვლევის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოსა და აშშ - ის შორის ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემდგომი 3 წლის განმავლობაში, 2 ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა გაიზრდება და 2023 წლისთვის იქნება 515 მილიონი დოლარით მეტი იქნება.

სტატიის თანახმად, ამჟამად საქართველოში 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად სასტუმროების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორებში. „აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება წაახალისოს საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა“, - აცხადებს Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის შესწავლის განყოფილების დირექტორი ლუკ კოფი. მისი შეფასებით, აშშ - საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, რადგან ამით გაძლიერდება აშშ-ის პოზიციები რეგიონში, ხოლო საქართველო მიიღებს დახმარებას თავისი ეკონომიკის განვითარების და დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან დაახლოების კუთხით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up