Forbs-მა 2022 წლის ძლიერი და გავლენიანი ქალების ასეული გამოავლინა. „როგორც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და მათი 450 მილიონი ამომრჩევლის წარმომადგენელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ სიის სათავეშია. ის და მისი გადაწყვეტილებები დღეს ევროკავშირის ბედს და იმ სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებს განსაზღვრავს, როგორ გაგრძელდება რუსეთზე ზეწოლა და თან როგორ შემსუბუქდება შიდა ეკონომიკური კრიზისები,“ - წერს გამოცემა.
სიაში მეასე ადგილზე ირანელი მაჰსა ამინია. მისი სახელი, ბოლო რამდენიმე თვეა, ქალთა თანასწორობისთვის გაბედული ბრძოლის სინონიმად იქცა.
წლევანდელ სიაში ყველაზე გამორჩეული ახალწვეული ჯორჯია მელონია, რომელსაც Forbs-ის სიაში მე-7 ადგილი უჭირავს. ის ახლახან არჩეული იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ევროკავშირში სიდიდით მეოთხე ეკონომიკას და მსოფლიოში მერვე უდიდეს ეკონომიკას მართავს.
ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი
2. კრისტინ ლაგარდი- ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
3. კამალა ჰარისი - შეერთებული შტატები ვიცე პრეზიდენტი
4. მერი ბარა - General Motors-ის გენერალური დირექტორი
5. აბიგაილ ჯონსონი - Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი
6. მელინდა გეითსი - Cochair, Bill & Melinda Gates Foundation
7. ჯორჯია მელონი- იტალიის პრემიერ მინისტრი
8. კარენ ლინჩი - CVS Health-ის აღმასრულებელი დირექტორი
9. Julie Sweet - Accenture-ის ხელმძღვანელი
10. ჯეინ ფრეიზერი - Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი
რაც შეეხება შოუ-ბიზნესს, სიაში მოხვდა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელსაც სიაში 24-ე ადგილი უჭირავს; 73-ე ადგილზეა მომღერალი რიანა; 79-ზე - ტეილორ სვიფტი; მე-80-ზე - ბიონსე; 85-ზე მსახიობი - რიზ უიზერსპუნი; 93-ზე - ამერიკელი კინოპროდიუსერი შონდა რაიმსი.
„2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერი ქალის სიაში ყურადღება გამახვილდა ქალებზე, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზე თავიანთი ნოვატორული იდეებითა და ინიციატივებით ლიდერობენ. ისინი თავის უნარებს, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის მიღმა, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ,“ - წერს გამოცემა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა