Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

access_time2019-02-19 20:00:47


"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru.



გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი ზღვა.


ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს ამ დაკვირვებას: 2015 წელს ქვეყანას ესტუმრა 6,3 მლნ უცხოელი ვიზიტორი, 2018-ში კი - 8,7 მლნ და არ არსებობს ამ დინამიკის შენელების არავითარი წინაპირობა.


საქართვლოში არის ტურისტებისთვის საინტერესო ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, თბილისი კი იდეალური ქალაქია უქმეებზე მოკლე ვიზიტისთვის - ტურისტებს ყოველთვის ელის ღვინის დეგუსტაციები, დიზაინერული სასტუმროები, გაბრიაძის თეატრი და, რა თქმა უნდა, უამრავი რესტორანი ყველანაირი გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობებისთვის.


ბათუმს კი უწოდებენ კავკასიურ ლას-ვეგასს - რბილი კლიმატი, თბილი ზღვა, პრომენადი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი. აზარტულ ადამიანებს კი შეუძლიათ გაატარონ საღამო ქვეყანაში ნებადართულ კაზინოებში.


წარსულის საქართველო ვერაფრით მოგაგონებდათ ლას-ვეგასს, თუმცა დღეს უკვე ქალაქებში აშენდა ლიუქს-კლასის უამრავი სასტუმრო, რომლებიც სთავაზობენ კლიენტებს ევროპული სერვისის და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის ნაზავს, იხსნება ბრენდული ბუტიკები და მაღალი ხარისხის ქართული სამზარეულოს რესტორნები.


საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში იზრდება და ეს ზრდა პროპორციულია ტურიზმის ზრდასთან. 2018 წლის 8 თვის მანძილზე ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,8%, ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, ტურიზმიდან შემოსავლები კი - 22%-ით.



Gullup World Poll-ის კვლევის თანახმად, საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, Transparency International-ის აზრით, აქ დაბალია კორუფციის დონე, World Bank-მა კი მიანიჭა საქართვლოს მე-8 ადგილი მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში.


ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად ზრდადი დარგია მშენებლობა - ჯერ ერთი, უძრავი ქონების ყიდვა იძლევა საქართველოში ბინადრობის უფლებას, რაც ძალიან მიზმიდველია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით.


გარდა ამისა, ეს არის შემოსავლის კარგი წყარო - მაგალითად, Alliance Group თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორც Wyndham, Marriott, Ramada, Mcinerney Hospitality International, Sophos Hotels S.A. და სთავაზობს მყიდველებს აპარტამენტების შეძენას - სანამ მფლობელი იქ არ ცხოვრობს, ბინა ქირავდება, რასაც მოაქვს სოლიდური მოგება.


არის ასეთი მაჩვენებელი - RevPAR (Revenue per available room) - ანუ საშუალო წლიური შემოსავალი თითო გასაქირავებელი ოთახიდან. საქართველოში ის იზრდება ტურისტების რაოდენობასთან ერთად. 2015 წელს ბათუმში RevPAR შეადგენდა 46 დოლარს. 2018-ში კი - 59-ს. თბილისში ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 80 დოლარს.


რატომ უნდა იყიდოთ ბინა საქართველოში?


პირველ რიგში, იმიტომ, რომ აპარტ-ოტელებში ნაყიდ ბინებზე დანახარჯების ამოღება ხდება 5-7 წელიწადში - იმიტომ, რომ აქ უძრავი ქონება შედარებით იაფია და ბევრია ბიზნესისთვის იდეალური პატარა ბინები (28 კვ.მ.).


უპირატესობებს შორისაა უძრავი ქონების გაფორმების პროცედურის უკიდურესი სიმარტივე - ბინის გაფორმება შეიძლება ადგილზე ჩაუსვლელად - ინტერნეტით.


ასევე აღსანიშნავია მთავრობის ლოიალური დამოკიდებულება ბინის მფლობელებისადმი - ისინი არ იხდიან არანაირ გადასახადს, რაც თავისთავად, ზრდის მოგებას.


სერიოზულ აპარტამენტებში ხშირ შემთხვევაში მართვა ჩაბარებული აქვს უცხოურ კომპანიებს - მაგალითად, იგივე Alliance Group-ის ბინებს აქირავებენ უძრავი ქონების მართვის უმაღლესი კატეგორიის კომპანიები - Sophos Group და Mcinerney Hospitality International. დანახარჯების მიუხედავად, ისეთების, როგორიცაა დაზღვევა, ქიმწმენდა, კომუნალური გადასახადები, რემონტი, ურთიერთობა საერთაშორისო საბუკინგო კომპანიებთან - რასაც თავის თავზე იღებს მმართველი კომპანია, გარიგება მაინც მომგებიანია.


უკვე 5-6 წელიწადში ქირიდან მიღებული შემოსავალი და დასვენებაზე გაკეთებული ეკონომია მთლიანად, ან თითქმის მთლიანად, დაფარავს ხარჯებს ბინის შეძენაზე.


ასე რომ, წინ, თბილისი და ბათუმი - გელით!!



Forbes.ru






აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up