Forbes.com - საქართველოს შეუძლია კავკასიის რეგიონის „სინგაპური“ გახდეს

Forbes.com - საქართველოს შეუძლია კავკასიის რეგიონის „სინგაპური“ გახდეს

access_time2019-07-05 19:00:14

Forbes.com-ის ანალიტიკოსმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალზე რუსული ბოიკოტის შემდეგ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა, სადაც ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მარტი ლეკლერკი აქვეყნებს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელთან ინტერვიუს, რომელმაც საქართველოს კავკასიის რეგიონის სინგაპურად  ქცევა უწინასწარმეტყველა. 


მაშინ, როცა ჰოლივუდი  აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ჯორჯიის შტატის მიმართ ბოიკოტს განიხილავს , რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვა „ჯორჯიას“ საკუთარი ბოიკოტი გამოუცხადა.საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში  8 ივლისიდან  რუსული ავიახაზები ფრენებს შეწყვეტენ.



აშკარაა, რომ პუტინი უკმაყოფილო დარჩა ბოლო დროინდელი ანტირუსული პროტესტებით და მიიჩნევს,  რომ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე ბოიკოტით ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსი დიქტატორის განაწყენებამ რომელიმე ქართველს დაუფრთხოს ძილი.



ქართველები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვიან, ეს მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დასავლეთთან, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე ეკონომიკური კუთხით.



დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე მოქცეული საქართველო პირდაპირ ჩანს განვითარებადი და სასაზღვრო ბაზრის ინვესტორების რადარზე.  



თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც პატარა,  ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ 2003 წლიდან განახორციელა,  საქართველო არა მხოლოდ სამხედრო კავშირებს აღრმავებს დასავლეთთან, არამედ მან განახორციელა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები.



Freedom House-ის კვლევის მიხედვით, თავისუფლების ინდექსით ქვეყანა მერვე ადგილს იკავებს. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთერთ, ყველაზე მარტივ ქვეყნად მიიჩნევა ბიზნესის წარმოების კუთხით.




როგორც ყველა განვითარებადი ბაზარი, საქართველოც მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. კორუფციის დონე  Transparency International-ის ცნობით მაღალია, თითქმის ისეთივე, როგორიც ესპანეთში. კადრების  კვალიფიციურობა დაბალია, საქართველოს არ აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო კაპიტალი და ის ზედმეტადაა დამოკიდებული დოლარზე.



ახლა კი რაც შეეხება რუსეთს, ვლატიმერ პუტინი საქართველოს 11 წლის წინ თავს დაესხა და ორი პროვინციის ოკუპირებას დღემდე აგრძელებს.



რისკების მიუხედავად ინვესტორები საქართველოში ხედავენ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, ერთ-ერთი ასეთი ინვესტორია ევან ვანდერვერი Vanshap Capital-იდან, ფირმა, რომელიც ძვირადღირებული ინვესტიციების მართვაზეა ორიენტირებული.



ვანდერვირი ამბობს, რომ „საქართველოს - რეფორმების ყველაზე საინტერესო ისტორია აქვს მათ შორის, ვისთანაც ჩვენი კარიერის მანძილზე გვიმუშავია.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი აქვს , რადგანაც ბაზარი ლიბერალიზებას აგრძელებს, სამართლის სექტორი უმჯობესდება, ხოლო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცედურები ვითარდება. ქართველ ხალხს მდიდარი კულტურა აქვს, ისინი განუსაზღვრელ სტუმართმოყვარეობას გაგრძნობინებენ  და დამოუკიდებლები არიან, რაც ტურისტებისა და ინვესტორების დიდ დაინტერესებას იწვევს.



არ არსებობს მარტივი სავაჭრო ბაზრები.  როგორ შეიძლება ინვესტორებმა ქვეყანაზე დივერსიფიცირებული ზემოქმედება მოახდინონ? ჩემი აზრით, ამის გასაგებად Georgia Capital-ის მუშაობას უნდა დააკვირდნენ - ლონდონურ კომპანიას, რომლის კაპიტალი 500 მილიონი დოლარია.



Georgia Capital-ი ფლობს და ავითარებს სახელმწიფო და კერძო მაღალხარისხიან, მზარდ ბიზნესს. ისინი ჯანდაცვის  სფეროში მოთამაშე ობიექტების 57%-ს ფლობენ, ასევე წამყავნი ბანკების 20%-ს.  მათ საკუთრებაშია რძის საწარმო და სადისტრიბუციო კომპანიები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.



ვანდერვერი ირწმუნება, რომ Georgia Capital-ის ქსელის პოტენციალი ძალიან დიდია, რადგან ინვესტიციებს შემოსავალი მოაქვს და საწყის ეტაპზევე ინვესტიცია შესაძლოა მნიშვნელოვან ბიზნესებად გადაიქცეს.



ინვესტორებს განვითარებად ბაზარზე უნდა გააჩნდეთ ძლიერი მოთმინება, რადგან სარისკოა, რომ ეს ქვეყნები  ისტორიულ სცენარს დაუბრუნდნენ. მეორეს მხრივ, ზოგიერთი ქვეყნისთვის ისტორია არ არის ამოსავალი წერტილი, და მათ შეუძლიათ გამოძვრნენ წარსულიდან და ახალი წარმატებული გზა გაიკაფონ. მაგალითად სინგაპური და სამხრეთ კორეა ავიღოთ. ვირწმუნოთ, რომ  საქართველო სწორ გზას ადგას,  სწორი რესურსებითა და სწორი ხედვით მომავლის მიმართ. ისინი იბრძვიან გახდნენ კავკასიის რეგიონის „სინგაპური“.



თუ გაქვთ სურვილი განახორციელოთ ინვესტიცია განვითარებად ბაზარზე, დაფიქრდით იმაზე, რომ  საქართველოსთვის ბოიკოტის გამოცხადება არ ღირს.  



Forbes.com

მარიამ მორგოშია





მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up