Forbes: ზეგანაკვეთური მუშაობისგან სიკვდილიანობა იაპონიაში კვლავ პრობლემად რჩება

Forbes: ზეგანაკვეთური მუშაობისგან სიკვდილიანობა იაპონიაში კვლავ პრობლემად რჩება

access_time2021-05-08 19:00:47

1970-ან წლებში იაპონიაში ახალი ტერმინი „კაროსი“ გაჩნდა, რაც ზეგანაკვეთური მუშაობით გამოწვეული სტრესის შედეგად სიკვდილს ან თვითმკვლელობას ნიშნავს.

2020 წელს ქვეყანაში სამსახურეობრივი პრობლემებით გამოწვეული 1918 თვითმკვლელობა დაფიქსირდა. მსხვილი იაპონური კორპორაციების შრომის კულტურის შეცვლას და შერბილებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

პროფესორი ხიროში ონოს თქმით, ზედმეტი შრომა და დასვენებაზე უარის თქმა, იმპერატორი ხიროხიტოს მმართველობის პერიოდის (1926-1989წ.წ.) შედეგია, როდესაც ქვეყანაში გარკვეული იდეოლოგია ინერგებოდა, მამაკაცები მთლიანად კორპორაციულ ცხოვრებაში იყვნენ ჩართულები, ხოლო ქალები ოჯახებს უვლიდნენ.



ხიროხიტოს ეპოქაში იაპონიამ ბევრი კატაკლიზმი გადაიტანა. მეორე მსოფლიო ომი, ატომური დაბომბვები და ქვეყნის სრული დანგრევა, 1950-ან წლებში კი იაპონური სასწაული, ეკონომიის ფენომენალური ზრდა დაიწყო.



მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიამ ჭაობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა აღმოაჩინა, გიჟური, გაუჩერებელი შრომა. ამას ასევე ხელი 50-იან წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სიგერი ესიდამ შეუწყო. მან ე.წ. „სამუდამო დაქირავების“ წესი შემოიღო, რომელიც კორპორაციების შიგნით ბეჯითი თანამშრომლობის დაწინაურებას ახალისებდა.



სწორედ ამ დროს იაპონიაში ზეგანაკვეთური მუშაობის კულტურა გაჩნდა, ოფისში 1-2 საათით დარჩენა სამუშაო დროის დასრულების შემდეგ კარგ ტონად ითვლებოდა, ხოლო ოფისიდან უფროსობაზე ადრე წასვლა, პირიქით.



უკვე 1969 წელს იაპონიაში სამსახურეობრივი გადაღლილობით გამოწვეული ინსულტით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. სამსახურეობრივი სიკვდილიანობა იზრდებოდა და 1970 წელს ტერმინი „კაროსი“-ც გაჩნდა.



2011 წელს სამსახურეობრივი პრობლემების გამო 2689 თვითმკვლელობა მოხვდა, შემდეგ კი ეს მონაცემი მცირდებოდა, თუმცა, მაინც საკმად მაღალი რჩება. 2015 წლის სტატისტიკით, სიკვდილიანობა ძირითადად კვირაში 80 საათზე მეტმა მუშაობამ გამოიწვია, ხოლო თვითმკვლელიბები 100-ზე მეტი.

იაპონიაში შვებულების სრულფასოვანი გამოყენებაც ცუდ ტონად ითვლება. ოფიციალურად ყოველ იაპონელს წელიწადში 20-დღიანი შვებულება ეკუთვნის, თუმცა, ამ შესაძლებლობას თითქმის არავინ იყენებს.

„ევროპელებს და ამერიკელებს ეს ძალიან უკვირთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლური საზოგადოება ინდივიდუალისტურია და იერარქიას არ ცნობს, ხოლო იაპონია კოლექტივისტური და მკაცრად იერარქიულია. ბევრი იაპონელი ხანგძლივი შვებულებისგან თავს იკავებს, რადგანაც ყველას ეშინია, რომ ეს მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს“ - ამბობს ხიროში ონო.



შრომის კულტურის შეცვლას თავად კორპორაციები ცდილობენ, რომლებსაც ასეთი ფანატიური მუშაობა შესაძლოა 50 წლის წინ სჭირდებოდათ, თუმცა, არა დღეს. მაგალითად უძრავი ქონების დარგში მომუშავე კომპანია Tokyo Tatemono თანამშრომელთა გადაღლის თავიდან არიდების მიზნით სამუშაო დღის ბოლოს კომპიუტერების ავტომატური გამორთვის პროგრამა დანერგა, ხოლო 2019 წელს Microsoft Japan-მა 4-დღიანი სამუშაო დღე დატესტა. შედეგად, შრომის ეფექტურობა არათუ არ შემცირდა, არამედ 40%-ით გაიზარადა.



2016 წელს იაპონიის მთავრობამ და ბიზნესის ფედერაციამ პროგრამა Premium Friday დანერგა, მის თანახმად ყოველი თვის ბოლო პარასკევს თანამშრომლებს სამუშაო ადგილის დატოვება 15.00-ზე შეუძლია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ინიციატივა თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, თანამშრომლებმა ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით მუშაობა განაგრძეს, ხოლო დამსაქმებლები არავის დაუჯარიმებია.



იაპონიაში შრომითი კულტურა ძალიან ნელა იცვლება - ახალგაზრდობა ჩამოყალიბებული ტრადიციების გადახედვას არ ჩქარობს, სოციალური გამოკითხვები კი ადასტურებენ, რომ ისინი ცვლილებებისკენ არ მიისწრაფიან. შესაბამისად, დასავლური ცხოვრების წესი, რომლის საფუძველშიც შრომას და პირად ცხოვრებას შორის ბალანსია, ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.


forbes.ru

თენგიზ აბლოთია

თეგები:
იაპონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up