აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს იმის გამო, რომ უკრაინაში რუსულ ჯარის შეჭრა არ დაუშვას. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ შესაძლოა აღმოჩნდნენ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები, რუსული ენერგოკომპანიები და ბანკები. შესაძლოა შეზღუდვები რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებს შეეხოს, ხოლო ყველაზე უკიდურეს ზომად რუსეთის SWIFT-დან გათიშვა განიხილება.
ეს შეზღუდვები რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად მოიაზრება და პაკეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ მართლაც მასშტაბურ ომს დაიწყევს.
ვაშინგტონში განიხილება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღების საკითხიც - კერძოდ, მათთვის ამერიკულ ბანკებთან და საბარათო გადახდის სისტემებთან წვდომის ჩაკეტვა იგეგმება, თუმცა, ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ რუს მეწარმეებზეა საუბარი.
ასევე სანქციები შესაძლოა რუსულ ენერგოკომპანიებს დაუწესდეს - კერძოდ, მათ დაეკეტებათ წვდომა ამერიკის ობლიგაციების ბაზართან.
სანქციები შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსაც შეეხოს.
პოტენციურად ყველაზე მძიმე დარტყმა შეიძლება იყო რუსული ბანკების გათიშვა საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-დან, რომელზეც რუსეთი ძალიან ძლიერადაა დამოკიდებული.
იქნება თუ არა ეს პაკეტი მიღებული, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილი არ არის. წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქმედებების კოორდინირების იმედი აქვს.
ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მის წინააღმდეგ ისეთი მკაცრი სანქციები დაწესდა, როგორც ჯერ არც ერთი ქვეყნების მიმართ - ირანის და ჩრდილოეთ კორეის გარდა, არავის მიმართ არ ამოქმედებულა.
ჯო ბაიდენმა ჯერ კიდედ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად ამზადებენ გეგმას, რომლის გამოც პუტინის გაუჭირდება იმის გაკეთება, რისიც ყველაზე ძალიან ეშინია.
თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატიული პარტია და პირადად ჯო ბაიდენის კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელი სენატორების ინიციატივას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივას.
შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში და რესპუბლიკელები კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ დემოკრატები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეზღუდვებს არ დათანხმდებიან.
თუმცა, ამ შემთხვევაში ცნობილია, რომ ამერიკისთვის ამ საკითხში მთავარია გერმანიის, როგორც მოკავშირის შენარჩუნება.
ამიტომაც, ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი გაზსადენის დაბლოკვის ინიციატივის სწორედ გერმანიის ხათრით ეწინააღმდეგება.