Forbes: ვაშინგტონში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მორიგი პაკეტი განიხილება

Forbes: ვაშინგტონში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მორიგი პაკეტი განიხილება

access_time2021-12-07 20:00:21

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს იმის გამო, რომ უკრაინაში რუსულ ჯარის შეჭრა არ დაუშვას. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 


ტელეარხის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ შესაძლოა აღმოჩნდნენ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები, რუსული ენერგოკომპანიები და ბანკები. შესაძლოა შეზღუდვები რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებს შეეხოს, ხოლო ყველაზე უკიდურეს ზომად რუსეთის SWIFT-დან გათიშვა განიხილება.

 


ეს შეზღუდვები რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად მოიაზრება  და პაკეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ მართლაც მასშტაბურ ომს დაიწყევს.

 


ვაშინგტონში განიხილება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღების საკითხიც - კერძოდ, მათთვის ამერიკულ ბანკებთან და საბარათო გადახდის სისტემებთან წვდომის ჩაკეტვა იგეგმება, თუმცა, ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ რუს მეწარმეებზეა საუბარი.

 


ასევე სანქციები შესაძლოა რუსულ ენერგოკომპანიებს დაუწესდეს  - კერძოდ, მათ დაეკეტებათ წვდომა ამერიკის ობლიგაციების ბაზართან.

 


სანქციები შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსაც შეეხოს.


 


პოტენციურად ყველაზე მძიმე დარტყმა შეიძლება იყო რუსული ბანკების გათიშვა საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-დან, რომელზეც რუსეთი ძალიან ძლიერადაა დამოკიდებული.

 


იქნება თუ არა ეს პაკეტი მიღებული, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილი არ არის. წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქმედებების კოორდინირების იმედი აქვს.

 


ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მის წინააღმდეგ ისეთი მკაცრი სანქციები დაწესდა, როგორც ჯერ არც ერთი ქვეყნების  მიმართ - ირანის და ჩრდილოეთ კორეის გარდა,  არავის მიმართ არ ამოქმედებულა.

 


ჯო ბაიდენმა ჯერ კიდედ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად ამზადებენ გეგმას, რომლის გამოც პუტინის გაუჭირდება იმის გაკეთება, რისიც ყველაზე ძალიან ეშინია.

 


თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატიული პარტია და პირადად ჯო ბაიდენის კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელი სენატორების ინიციატივას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივას.

 


შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში და რესპუბლიკელები კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ დემოკრატები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეზღუდვებს არ დათანხმდებიან.

 


თუმცა, ამ შემთხვევაში ცნობილია, რომ ამერიკისთვის ამ საკითხში მთავარია გერმანიის, როგორც მოკავშირის შენარჩუნება.

 


ამიტომაც, ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი გაზსადენის დაბლოკვის ინიციატივის სწორედ გერმანიის ხათრით ეწინააღმდეგება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up