Forbes: ვარსკლავები და მსხვილი ბიზნესი

Forbes: ვარსკლავები და მსხვილი ბიზნესი

access_time2021-03-07 20:00:29

რეპერმა Jay-Z -მ შაპმანურის მწარმოებელი საკუთარი ბრენდის ნახევარი Dior და Louis Vuitton-ს მიჰყიდა, რითიც თავისი კაპიტალი 300 მლნ. დოლარით გაზარდა.


სავარაუდოდ, ბრენდის მთლიანი ღირებულება 600 მლნ. დოლარია და ეს ერთადერთია, რაც ამ გარიგების შესახებ ცნობილია. სხვა დეტალები არ მჟღავნდება.


თუმცა, რეპერი შოუ-ბიზნესის ერთადერთი ვარსკლავი არაა, რომელიც მსხვილ ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან წარმატებულად თანამშრომლობს. 


ჯორჯ კლუნი

2016 წელს ტეკილას მწარმოებელი Casamigos-ს წილი, რომელსაც მსახიობი ფლობდა, 1 მლრდ. დოლარად შეფასდა. მის ყიდვაში ბრიტანულმა ალკოჰოლურმა გიგანტმა Diageo-მ სწორედ ამდენი გადაიხადა.


ამ თანხიდან 700 მლნ. დოლარი კლუნიმ რამდენიმე დღეში მიიღო, ხოლო დანარჩენი 300 მლნ. მომდევნო 10 წლის მანძილზე, ბიზნესის მაჩვენებლების მიხედვით გადაერიცხებოდა. გასული 5 წლის მანძილზე კლუნიმ 300-დან 200 მლნ. დოლარი უკვე მიიღო, რის წყალობითაც მან ყველა მაღალანაზღაუერებად მსახიობთა Forbes-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.


კლუნიმ ეს კომპანია მოდელის სინდი კროუფროდის მეუღლესთან, მეწარმე რენდი გერბერთან და დეველოპერ მაიკ მელმანთან ერთად შექმნა. თითოეულმა ბიზნესში 600 000 დოლარი ჩადო და კომპანიის თანასწორი პარტნიორი გახდა, რაც მის სახელწოდებაშიც აისახა - Casamigos - ესპანურად „მეგობრების სახლს“ ნიშნავს.


მიღებული შემოსავალი მათ ისევ საქმეში ჩადეს და საბოლოოდ დიდი მოგებაც მიიღეს. ჰოლივუდის მსახიობი და მისი მეგობრები კომპანიას დღესაც მართავენ.



კაილი ჯენერი

კიმ კარდაშიანის დამ, რომელიც რეალიტი-შოუ „კარდაშიანების ოჯახში“ მონაწილეობის წყალობით ძალიან პოპულარული გახდა, 2015 წელს კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics დაარსა.


სოციალურ ქსელებში დიდი აუდიტორიის წყალობით, კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი კოსმეტიკური ბრენდი გახდა.


2020 წელს კაილი ჯენერმა ბრენდის 51% კოსმეტიკურ გიგანტს Coty-ის 600 მლნ. დოლარად მიჰყიდა. თუმცა, აქციათა 44,1%-ს ის კვლავაც ფლობს და თავის ჯგუფთან ერთად კომპანიის მართვას განაგრძობს.


კიმ კარდაშიანი

კაილი ჯენერის უფროსი და, კიმ კარდაშიანი ასევე კოსმეტიკურ ბრენდს KKW Beauty-ს ფლობს, რომლიც20% მან 180 მლნ. დოლარად იგივე Coty-ს 20% მიჰყიდა.


კარდაშიანი კომპანიის 72%-ს ისევ ფლობს და ეს წილი 500 მლნ. დოლარადაა შეფასებული. ახალ პარტნიორებთან ერთად კომპანია პროდუქციის ახალი კატეგორიების წარმოებას და უცხოური ბაზრების ათვისებას გეგმავს.


2022 წელს კომპანია კანის მოვლის საშუალებების გამოშვებას აპირებს.


რიანა

პოპ-ვარსკლავმა კოსმეტიკური ბრენდი Fenty Beauty შექმნა, რომელშიც მისი პარტნიორია Louis Vuitton-ია.

მომღერალი ბრენდის 15%-ს ფლობს, მისი წილი 450 მლნ. დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მთლიანად კომპანიის კაპიტალიზაცია 3 მლრდ. დოლარს შეადგენს.


რიანა ასევე 80 მლნ. დოლარის წილს საცვლების მწარმოებელ კომპანია Savage x Fenty-ში ფლობს. ბრენდი 2018 წელს TechStyle Fashion Group-თანპარტნიორობით შეიქმნა. ინვესტორების შორის ვენჩურული ფონდები L Catterton და რეპერ Jay-Z-ს მიერ დაარსებული Marcy Venture Partners არიან.


კანიე უესტი

რეპერის ძირითადი აქტივია სპორტული ფეხსაცმლის ბრენდი Yeezy-ა, რომლის პარტნიორი წარმოებაში და მარკეტინგში Adidas არის. უესტი მოგების 11%-ს შეადგენს. 2019 წელს Yeezy-ს შემოსავალმა 1,3 მლრდ. დოლარი შეადგინა, აქედან გამომდინარე კანიე უესტის წილმა 140 მლნ. დოლარი შეადგინა.


forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up