Forbes: უკრაინის დასჯის ფასი - სად, რისთვის და ვის ხარჯზე წავა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“?

Forbes: უკრაინის დასჯის ფასი - სად, რისთვის და ვის ხარჯზე წავა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“?

access_time2019-10-03 20:00:51


გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სა ბედი კვლავაც გაურკვეველია.


ამ დღეებში ჰააგაში ჩატარდა ამ მილსადენისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც ბევრმა გამომსვლელმა გამოხატა ეჭვი პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე.


გაზსადენი ჯერ არაა აშენებული და არ არსებობს მტკიცე გარანტია, რომ ის ამუშავდება. მაგალითად, დანიამ არ მისცა თავის ტერიტორიაზე მილსადენის აშენების უფლება, ხოლო ევროპელი რეგულატორები, როგორც ჩანს, დაჟინებით მოითხოვენ „გაზპრომისგან“ ევროკავშირის ანტიმონოპოლური წესების შესრულებას - ანუ, რუსულმა ენერგოგიგანტმა უნდა დაუშვას თავის მილსადენში სხვა კომპანიების გაზი და უარი თქვას მომავალი მაგისტრალის ფლობაზე და მართვაზე.


არავინ არ იცის, როგორც მოიქცევა ამ სიტუაციაში მოსკოვი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ასეთ პოზიციას - წავა თუ არა ის კომპრომისზე, დათმობს თუ არა მონოპოლიას? ამ კითხვებზე პასუხი ჯერაც არ არსებობს.


ზეწოლა ევროპის მხრიდან საკმაოდ სერიოზულია. ჰააგაში ჩატარებულ კონფერენციაზე მისმა მონაწილეებმა სცადეს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ინიციატორების მოტივაციის და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის გაანალიზება.


რისთვის?


„ჩრდილოეთ ნაკადის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობის მოტივაციასთან დაკავშირებით, საქმე მარტივად არაა. დასაწყისში მოსკოვში ამბობდნენ, რომ ახალი გაზსადენი არ გამოიწვევს უკვე არსებულ მარშრუტებზე უარის თქმას და გაატარებს მხოლოდ გაზის დამატებით მოცულობას, რომელზეც მოთხონა გაჩნდება ევროპაში საკუთარი ბუნებრივი აირის მოპოვების შემცირებასთან ერთად.


თუმცა, გაზპრომის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ალექსანდრ მედვედევა განაცხადა, რომ ტრანზიტი უკრაინის გავლით არ იქნება მაშინაც კი „თუ მზე და მთვარე შეიცვლიან ადგილებს“.


მეტიც, გაზპრომმა უკვე დაიწყო უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გაზსადენის გაჩერების პროცესი, რაც ნათლად ცხადყოფს - „ჩრდილოეთ ნაკადების“ მთავარი დანიშნულება უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტა და ალტერნატიული მარშრუტების შექმნაა და არა ევროპაში გაურკვეველი „დამატებითი მოცულობების“ ტრანსპორტირება.


გაზპრომი არ აპირებს უკრაინასთან ტრანზიტთან დაკავშირებულ გრძელვადიანი შეთანხმების ხელმოწერას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოსკოვს იმედი აქვს, რომ რამდენიმე წელიწადში უკრაინის სატრანზიტო სიმძლავრეები არ იქნება საჭირო.


და აქედან გამომდინარე, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, რომ უკრაინული ტრანზიტი შენარჩუნდება „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ამუშავების შემდეგაც - იწვევს დიდ ეჭვებს.



კონფერენციაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ გაზსადენის მშენებლობით რუსეთი სჯის უკრაინას მისთვის არასასურველი პოლიტიკის გამო, ხოლო ეკონომიკური და ლოგისტიკური საკითხები - მეორე პლანზეა.



განცხადებები, თითქოს უკრაინული მარშრუტი არასაიმედოა - მოკლებულია საფუძველს - ყველა შეფერხება, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დაფიქსირდა, იყო რუსეთის მიერ ინიცირებული და „გაზპრომმა“ ვერ წაუყენა კიევს ვერანაირი პრეტენზიები ტრანზიტის ორგანიზების თვალსაზრისით.



ასევე პროპაგანდისტული ფანდია ინფორმაცია უკრაინული გაზსადენის დაბალი ხარისხის შესახებ - ამ სისტემაში ავარიულობა 7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შიდა რუსულ ინფრასტრუქტურაში.


რა ღირს?


ლოგისტიკის თვალსაზრისით, „ჩრდილოეთ ნაკადი“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ერთი შეხედვით მართლაც არის უკრაინული ტრანზიტის კარგი ალტერნატივა - მაგრამ ეს ასე ჩანს, თუ მივიღებთ მხედველობაში მილსადენის ერთ ბოლოს - რომელიც სრულდება გერმანიაში.


მაგრამ მას აქვს მეორე ნაწილიც - ახალი გაზსადენის მშენებლობა იამალის გაზის საბადოსთან. ეს კი - გაცილებით უფრო ძვირი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო მოკლე მარშრუტების აშენება სხვა, უფრო ახლოს მდებარე საბადოებთან, თუმცა მათი სიმძლავრე არაა საკმარისი მილის სრული დატვირთვისთვის.


2007 წელს რუსეთის გაზის და ნავთობის ინსტიტუტმა შეისწავლა პროექტის დეტალები და გააკეთა დასკვნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, იამალის საბადომდე ახალი გაზსადენის მშენებლობა ეღირება 79-დან 93 მლრდ, დოლარამდე - სრულიად წარმოუდგენელი, ფანტასტიური თანხა, რომელსაც ვერ მოუძებნით ანალოგს გაზის მოპოვების მსოფლიო ისტორიაში.


გიგანტური ხარჯების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ იქნება წამგებიანი 2035 წლამდე. შესაბამისად, ვერანაირად ვერ ჩავთვლით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად მომგებიანია რუსეთისთვის.


საეჭვოა ასევე მოგებაც, რომლის მოტანაც შეუძლია „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს ევროპისთვის. დღეისათვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად რჩება მიმწოდებლის მოქნილი რეაგირება მოთხოვნის სადღეღამისო, თვიურ და სეზონურ ცვლილებებზე - ხოლო „ნაკადებს“, მათი ფიქსირებული გამტარუნარიანობით ამის საშუალება არა აქვთ.


სწორედ ამით განსხვავდება უკრაინის ფაზის ტრანსპორტირების სისტემა, რომელსაც გააჩნია ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა - მიწისქვეშა საცავები და განშტოებების ფართო ქსელი.


მეზობლის ჯინაზე


ჰააგის კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის წინაამღდეგ გამოდის ევროპარლამენტის დეპუტატთა 80%, ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას შორის 24-დან.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საფრთხე მოდის არა უკრაინის, არამედ რუსეთისგან.


შვედური კვლევით ცენტრის Foreign Technology-Studsvik Energiteknik AB-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ 1991-2004 წლების მანძილზე რუსეთმა 40-ჯერ შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლიტიკური მოტივებით. 2005-2009 წლებში, ზამთრის პერიოდში ევროპის გაზით მომარაგება შეწყდა რამდენიმეჯერ, ხოლო 2014-2015 წლებში - შემცირდა 2-ჯერ.


ასევე გამოითქვა აზრი, რომ უკრაინის დასჯის გარდა, ახალი გაზსადენის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოების შეტანა, რაც ხდის „გაზპრომს“ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად.


ჰააგაში ასევე გამოვიდნენ პროექტის მომხრეებიც - ძირითადად გერმანიიდან, რომლისთვისაც „ჩრდილოეთ ნაკადი“ არის იაფი გაზის დამატებითი წყარო და ევროპის დიდი ნაწილისთვის გაზმომარაგების ჰაბის როლის შესრულების საშუალება.


ასეა თუ ისე, გაზსადენის მშენებლობა გრძელდება, შიდაევროპული კამათები ამ თემაზე არ წყდება და ჰააგის კონფერენცია - არ იყო ბოლო ღონისძიება, რომელზეც განიხილება ეს მწვავე საკითხი.



Forbes





ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up