უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მაისში 64%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადეს უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მარცვლეულის ექსპორტის საგანგაშო კლებამ და ხორბლის ფასებმა ამ კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მსოფლიოში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წელს უკრაინაზე მოდიოდა ხორბლის გლობალური ექსპორტის 10%, ხოლო რუსეთი აწარმოებდა მთელ მსოფლიოში ხორბლის 17%-ს.
უკრაინის პორტებმა რუსეთის შეიარაღებული ძალიების მიერ ბლოკადების გამო ომის დაწყების შემდეგ შეაჩერეს საქმიანობა და გაეროს შეფასებით, დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულია ქვეყანაში ჩარჩენილი.
პორტების ბლოკირება მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, თუ ასე გაგრძელდება, განუცხადა დევიდ ბისლიმ, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა CNN-ს გასულ კვირას, რადგან ქვეყნები გლობალურად ეყრდნობიან უკრაინას, ასევე ის სიმინდის და მზესუმზირის ზეთისა და ფქვილის ერთ-ერთ წამყვან ექსპორტიორად მიიჩნევა.
ხორბლის ფიუჩერსები ამ კვირაში ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა გვალვის გამო შეზღუდა ამ საქონლის ექსპორტი, ხოლო ხორბლის ფასი წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ხელს უწყობს გაეროს შეფასებით გლობალურად სურსათის ფასების ერთი მესამედით ზრდას.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გლობალური შიმშილი „ახალ სიმაღლეზეა“ და „ათობით მილიონი“ ადამიანი მთელ მსოფლიოში „გადავარდება სასურსათო დაუცველობაში, რასაც მოჰყვება არასრულფასოვანი კვება, მასობრივი შიმშილი და კრიზისი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს“.
forbes.com